ჟუნჟრუკი
იერსახე
ჟუნჟრუკი (ლათ. Stellaria) — მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთ- ან ორწლოვანი ბალახებია. ხაზურ-ლანცეტა ან კვერცხისებური ფოთლები და თეთრი ყვავილები აქვთ.
120-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან ტყის ჟუნჟრუკი (ლათ. Stellaria holostea) და ლათ. Stellaria media მთელ საქართველოში გვხვდება. პირველი იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლის ბუჩქნარებსა და მდელოებზე; მეორე მინდვრისა და ბოსტნის სარეველაა, გვხვდება ღორღიან ფერდობებზეც, ტყის პირებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. ლათ. Stellaria graminea მხოლოდ აფხაზეთსა და აჭარაში იზრდება, შხამიანია ცხენისათვის.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 259.