შინაარსზე გადასვლა

როდინაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
როდინაული
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] იმერეთის მხარე
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი როდინაული
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 728[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

როდინაულისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აჯამეთი, სვეტმაღალი, ცხენთარო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 120 მეტრი, ზესტაფონიდან 22 კილომეტრი.

1926 წლისთვის როდინაულის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 2184 ადამიანს, ხოლო ფართობი 69,7 კმ²-ს.[2]

სოფელ როდინაულში მდებარეობს ისტორიული ძეგლი „ციხიათას გორა“. სოფელი შედის სვირის მეღვინეობის ზონაში.

როდინოულს დასავლეთით ესაზღვრება აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ლუხუტა, რომელიც სათავეს იღებს ქვედა ზეგნისა და მეორე ობჩის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდზე.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 728 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 957 471 486
2014[1] ესკიზის შექმნის შეცდომა: 728 372 356

სახელწოდების ეტიმოლოგია

სოფელი როდინოული მდებარეობს მაღლობ ადგილას, რომელსაც საოჯახო ხელსაწყოს როდინის ფორმა აქვს. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელს როდინოული. იმერეთში არაერთ სოფელში დადასტურდა როდინ- სიტყვის შემცველი მიკროტოპონიმები. სახელდობრ, შორაპანში მდ. ყვირილას სანაპიროს ერთ-ერთ ადგილს როდინას უწოდებენ; სოფელ ზედა ჭალოვანში ერთ-ერთ ადგილს ნაროდინები (ნაროდინევი) ჰქვია.[4] [5]

სოფლის აღნიშნული სახელწოდების განმარტებას იზიარებს პოეტი, საქართველოს მწერალთა აკადემიის წევრი ალექსი გოგბერაშვილი, რომელიც პოეზიის კრებულში „წინაპრის ბილიკი" აღნიშნულის შესახებ ლექსს „რატომ დაარქვეს როდინოული"[6]გვთავაზობს.

რატომ დაარქვეს როდინოული

შენ ახლა უმზერ შორიდან მაღლობს -

როდინს ჰგავს ნაღდად, რა უნათლესად,

აქ ჩემი სოფლის მე მადლი მათბობს,

ეს მადლი მზისებრ ბრწყინავს და ელავს.

რომ გეტყვის ვინმე ამ სოფლის სახელს,

(მის ეშხის ძალას რომ იგრძნობს გული) ,

მიხვდები უმალ, ძველებმა ადრე,

რატომ დაარქვეს „როდინოული".

სოფლის დაარსება

სოფელი როდინოული დაარსებულია XIX საუკუნის 30-იან წლებში, მაშინ როდესაც იმდროინდელ ხელისუფლებას მუშახელი ესაჭიროებოდა აჯამეთის ტყის გასაჩეხად. თავდაპირველად ჩამოასახლეს შორაპნის მაზრის სოფ. საზანოდან გოგბერაშვილები და ჩუბინიძეები, მოგვიანებით ვარდოსანიძეები. ამ პერიოდისთვის ეს ტერიტორია ბაღდათს, დიმის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნოდა, ხოლო მოგვიანებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მიაკთვნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ პერიოდში განთქმული მონადირე ხოსიკ გოგბერაშვილი, რომელიც აჯამეთის ტყეში ნადირობდა და ღამეს ათევდა თავისივე აგებულ მონადირის ფაცხურ სახლში[7]. 1867 წელს, სოფ. საზანოში, ამ სოფლის მკვიდრის, სახელოვანი პედაგოგის გივი გოგბერაშვილის მიერ ჩაწერილია ლექსი, სადაც დასტურდება ის სინამდვილე, რომ ხოსიკ გოგბერაშვილი ითვლება სოფ. როდინოულის პირველმოსახლედ.[8]

. . .

გოგბერაშვილმა ხოსიკმა უეცრად, დილადრიან,

ოთხ ძმასა დაი მოსტაცა, ნანატრი ქალი - მარიამ!

ძმებს განერიდა ხოსიკი, თვით მარიამის ნებითა,

თვალს მიეფარა ორთავე, სწამდათ წყალობა ბედისა.

მოვიდა დრო და იყივლა მამალმა ერთი სოფლისამ,

პირველი კვალი მიწაზე აქ გაიტანა ხოსიკმა.

და ამ სოფელში ცხოვრობდა ხოსიკი, კაცი, ლომგული,

ბევრჯერ ვყოფილვარ სტუმარი ამ სოფლის - როდინოულის.

ფაილი:ხოსიკ და ალექსი გოგბერაშვილების საფლავის ქვები.jpg
ხოსიკ და ალექსი გოგბერაშვილების საფლავის ქვები

ხოსიკ გოგბერაშვილი გარდაიცვალა 1865 წელს და დაკრძალულია თავისი უფროსი ვაჟის ალექსის გვერდით აჯამეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის დასავლეთ კარიბჭესთან. ამ უკანასკნელის საფლავის ქვაზე ამოჭრილი წარწერა დღემდეა შემონახული: „ალექსი გოგბერაშვილი აღვესრულე 1860 წელს 25 წლისა.[9]" . ხოსიკ გოგბერაშვილის საფლავის ქვა ყველაზე ძველია სოფლის სასაფლაოზე. კიდევ ერთი ძველი საფლავის ქვა ეკუთვნის მის შვილს ალექსი გოგბერაშვილს. ამ უკანასკნელის საფლავის ქვაზე ამოჭრილი წარწერა დღემდეა შემონახული: „ალექსი გოგბერაშვილი აღვესრულე 1860 წელს 25 წლისა.[9]"

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დედათა მცირე ენციკლოპედია
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. ბედოშვილი გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2002 - გვ.340. {{{title}}}. 
  5. ჭუმბურიძე ზ., დედაენა ქართული, 1987. {{{title}}}. 
  6. გოგბერაშვილი ა., წინაპრის ბილიკი, თბ., 2022 - გვ.84. {{{title}}}. 
  7. გოგბერაშვილი ა., წინაპრის ბილიკი, 2022 - გვ.54. {{{title}}}. 
  8. გოგბერაშვილი ა. (2022). წინაპრის ბილიკი,, გვ. 54. 
  9. 9.0 9.1 გოგბერაშვილი ა., წინაპრის ბილიკი, თბ., 2022 - 98 გვ.. {{{title}}}. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted