შინაარსზე გადასვლა

როინ კვასხვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted როინ კვასხვაძე (დ. 31 მაისი, 1989, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი. ბათუმის „დინამოს“ მეკარე. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს თასის ოთხგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის ხუთგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი. ორჯერ იყო აღიარებული ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ.[1]

საკლუბო კარიერა

ვარჯიში დაიწყო საფეხბურთო კლუბ „მემორიალში“. 2005–2014 წლებში იცავდა „ზესტაფონის“ ღირსებას. მის შემადგენლობაში ორჯერ საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ერთხელ საქართველოს თასს და ორჯერ საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.

2014 წელს კვასხვაძემ „ზესტაფონი“ დატოვა და ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი გახდა.[2] სეზონის დასრულების შემდეგ გადავიდა კვიპროსულ „ოთელოსში“.[3]

2015–2019 და 2021–2023 წლებში კვლავ ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, სამჯერ საქართველოს თასი, ხოლო ორჯერ საქართველოს სუპერთასი დაისაკუთრა.

2020–2021 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალი 2021 წლის 21 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს 2020 წლის ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დროის ფრედ 2–2 დასრულების შემდეგ გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმების სერია კვასხვაძის თანაგუნდელებმა უკეთ შეასრულეს, მეტოქე ანგარიშით — 5–4 დაამარცხეს და საქართველოს სუპერთასს ისტორიაში მერვედ დაეუფლნენ. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: კვასხვაძე, მონხილი, კობოური (79' იაშვილი), ქარდავა (59' კუცია), რადინი, გაბედავა, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, მექვაბიშვილი, მარუშიჩი (79' ახვლედიანი).[4]

სანაკრებო კარიერა

2005 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2012 წლის 11 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. როინ კვასხვაძე 72-ე წუთზე გიორგი ლორიას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც როინ კვასხვაძემ 2012 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.[5]

ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლოჯერ 2018 წლის პირველ ივნისს, მალტის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.[6]

სანაკრებო სტატისტიკა

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
2012 1 0
2013 1 0
2014 1 0
2016 2 0
2017 2 0
2018 1 0
ჯამში 8 0

მიღწევები

ფაილი:RoinKvaskhvadzeZesta.JPG
„ზესტაფონის“ მაისურით.

საკლუბო

ესკიზის შექმნის შეცდომა: ზესტაფონი
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტორპედო ქუთაისი
ესკიზის შექმნის შეცდომა: დინამო თბილისი
ესკიზის შექმნის შეცდომა: დინამო ბათუმი

ინდივიდუალური

ფაქტები

2023 წლის ნოემბრის ბოლოს, ბათუმის „დინამოს“ მიერ საქართველოს ჩემპიონის წოდების მეორედ მოპოვების შემდეგ როინ კვასხვაძემ უნიკალური რეკორდი დაამყარა, მან საკლუბო კარიერაში ეროვნული ლიგის საჩემპიონო ფარი ოთხ სხვადასხვა გუნდში მოიპოვა. კვასხვაძემ პროფესიული კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, სადაც ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ ამ წარმატებას ქუთაისის „ტორპედოში“ მიაღწია. მესამედ თბილისის „დინამოსთან“ ერთად მოიპოვა ჩემპიონობა, მეოთხედ კი — ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში.[1]

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · AS.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
1tv.ge · Lelo.ge

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted