რუმინეთის გერბი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დეტალები | |
მატარებელი | რუმინეთი |
დამტკიცდა | 10 სექტემბერი, 1992 |
რუმინეთის გერბი — რუმინეთის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად. მიიღეს 1992 წლის 10 სექტემბერს. გერბის მთავარი ელემენტია ოქროს არწივი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ჯვარი, ხოლო კლანჭებით სკიპტრა და ხმალი. გერბის ძირითადი ფერებია სითელი, ლურჯი და ყვითელი, რომლებიც წარმოადგენილა რუმინეთის დროშაზე.
აღწერა
ფარი, რომელიც გამოსახულია არწივზე იყოფა 5 ნაწილად, თითოეულ მათგანს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა.
- ოქროს არწივი — ვლახეთის სიმბოლო.
- ძროხის თავი — მოლდოვა.
- ლომი და ხიდი — ოლტენია და ბანატი.
- შავი არწივი, შვიდი ციხესიმაგრე, მზე და მთვარე — ტრანსილვანია.
- დელფინები — დობრუჯა.
ისტორია
რუმინეთის გერბი პირველად მიიღეს 1859 წელს, როდესაც ალექსანდრუ იოან კუზამ გააერთიანა ორი რუმინული სახელმწიფო მოლდავია და ვლახეთი. ამ პერიოდში ორი ჰერალდიკური სიმბოლო, ოქროს არწივი და ძროხის თავი, ოფიციალურად გაერთიანდა.
1866 წელს, მას შემდეგ რაც, კაროლ I აირჩიეს რუმინეთის თავადად, ფარი დაიყო ოთხ ნაწილად. დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ ფარზე დაემატა მეხუთე ნაწილი, დელფინები, დობრუჯის სიმბოლო, ხოლო 1922 წელს, ტრანსილვანიის რუმინეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, ერთ-ერთ მეოთხედში დაემატა შავი არწივი, შვიდი ციხესიმაგრე, მზე და მთვარე.
1948 წელს კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერბი შეიცვალა. აღნიშნულმა გერბმა სამჯერ განიცადა ცვლილება, პირველად 1948 წელსვე, მეორედ 1952 წელს, ხოლო მესამედ 1966 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Law 102/1992 describing the coat of arms Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- presidency.ro: The Coat of Arms
- romania.org Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- რუმინეთის ეროვნული სიმბოლოები
- სახელმწიფო გერბები
- გერბები არწივის გამოსახულებით
- გერბები ლომის გამოსახულებით
- გერბები ხარის გამოსახულებით
- გერბები ჯვრის გამოსახულებით
- გერბები მზის გამოსახულებით
- გერბები მთვარის გამოსახულებით
- გერბები ვარსკვლავის გამოსახულებით
- გერბები ხმლის გამოსახულებით
- გერბები შენობების გამოსახულებით
- გერბები სკიპტრის გამოსახულებით
- გერბები დელფინის გამოსახულებით