რუმინეთის ისტორიული ოლქები
იერსახე
XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნეში რუმინეთი მოიცავდა შემდეგ ოლქებს:
ფაილი:Coat of arms of Wallachia.svgვლახეთი:
- მუნტენია ან დიდი ვლახეთი: როგორც ვლახეთის ნაწილი რუმინეთს შეუერთდა 1859 წელს, შედის დღევანდელი რუმინეთის შემადგენლობაში;
- ოლტენია ან მცირე ვლახეთი: როგორც ვლახეთის ნაწილი რუმინეთს შეუერთდა 1859 წელს, შედის დღევანდელი რუმინეთის შემადგენლობაში;
ფაილი:Coat of arms of Moldavia.svgმოლდოვა:
- დასავლეთი მოლდოვა: შეუერთდა ვლახიას 1859 წელს, შედის დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაში; ჰერცას მხარე შედის უკრაინის შემადგენლობაში;
- ბუკოვინა: შედიოდა რუმინეთის შემადგენლობაში 1918 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე, დღეს გაყოფილია რუმინეთსა და უკრაინას შორის;
- აღმოსავლეთი მოლდოვა (ბესარაბია ბუჯაკის ჩათვლით): შედიოდა რუმინეთის შემადგენლობაში 1918 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე, დღეს გაყოფილია მოლდოვასა და უკრაინას შორის.
ფაილი:StemaDobrogea.jpgდობრუჯა:
- ჩრდილოეთი დობრუჯა (კუნძულ ზმეინის ჩათვლით): დღეს რუმინეთის შემადგენლობაში (ზმეინი კუნძულის გამოკლებით, რომლებიც 1948 წლიდან გახდა უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო 1991 წლიდან უკრაინის);
- სამხრეთი დობრუჯა: რუმინეთის ტერიტორია 1913-1940 წლებში, დღეს ეკუთვნის ბულგარეთს.
ვლახეთს, დასავლეთ მოლდავიას და დობრუჯას ხანდახან უწოდებენ რუმინეთის ძველ სამეფოს, რადგან ისინი შეადგენდნენ ძველ სამეფოს პირველ მსოფლიო ომამდე.
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტრანსილვანია (და პარციუმი):
- ტრანსილვანიის ყოფილი საგრაფო: რუმინეთის შემადგენლობაშია 1918 წლიდან;
- ბანატი (ისტორიული პარციუმის ნაწილი): 1918 წლიდან გაყოფილია რუმინეთსა სერბეთსა და უნგრეთს შორის;
- კრიშანა (ისტორიული პარციუმის ნაწილი): 1918 წლიდან გაყოფილია რუმინეთსა და უნგრეთს შორის;
- მარამურეში (ისტორიული პარციუმის ნაწილი): 1918 წლიდან მისი სამხრეთი ნაწილი რუმინეთის შემადგენლობაშია, ხოლო ჩრდილოეთის ნაწილი უკრაინის შემადგენლობაში.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ან მას შემდეგ რუმინეთმა მისი ტერიტორიების ნაწილი დაკარგა: სამხრეთი დობრუჯა 1940 წელს, ჩრდილოეთი ბუკოვინა და ჰერცა 1940 წელს, კუნძული ზმეინი 1948 წელს, ბესარაბია 1940 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) Prezentare a diverselor regiuni istorice, inclusiv o hartă a lor Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Unități administrativ-teritoriale istorice și regiuni etnografice în sudul și estul Transilvaniei, de László VOFKORI și Ana LENART Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- De unde provin numele regiunilor României. Poveștile ”botezătorilor”, 3 februarie 2013, Adevărul