საკმელა
საკმელა (ლათ. Cistus) — მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ბუჩქებია, სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით. საკმელა ხმელთაშუაზღვისპირეთის მაკვისის დამახასიათებელი მცენარეა.
საქართველოში 2 სახეობა იზრდება. მათგან პონტური საკმელას (Cistus creticus) მოვარდისფრო ყვავილი აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში და კირქვიან კლდოვან ფერდობებზე, აფხაზეთსა (ბიჭვინთა) და აჭარაში (ჭოროხზე).
იგი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.[1] მეორე სახეობას — სალბფოთოლა საკმელას (Cistus salvifolius) მოთეთრო-მოყვითალო ყვავილი აქვს. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და იმერეთში. ორივე სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 677.
სქოლიო
- ↑ Georgian Biodiversity Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2016-01-16.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted