შინაარსზე გადასვლა

სალმანი (საუდის არაბეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი
الأمير سلمان بن عبد العزيز آل سعود‎
საუდის არაბეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 23 იანვარი, 2015
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: აბდულა
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე
მმართ. დასაწყისი: 18 ივნისი, 2012
მმართ. დასასრული: 23 იანვარი, 2015
წინამორბედი: ნაიფ იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი
მემკვიდრე: მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 დეკემბერი, 1935
დაბ. ადგილი: საუდის არაბეთი
დინასტია: საუდები
მამა: იბნ საუდი
დედა: ჰასა ბინტ აჰმედ ალ სუდაირი
რელიგია: ისლამი
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (არაბ. الأمير سلمان بن عبد العزيز آل سعود, დ. 31 დეკემბერი, 1935) — საუდის არაბეთის მეფე, ორი წმინდა მეჩეთის მცველი, საუდების დინასტიის მეთაური. მეფე გახდა 2015 წლის 23 იანვარს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მისი ძმა აბდულა.

სალმანი საუდის არაბეთის პირველი მეფის აბდულ-აზიზ იბნ-საუდის შვილია. ტახტზე ასვლამდე, 2011-2015 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი, ხოლო მანამდე 1963-2011 წლებში — ერ-რიადის პროვინციის გუბერნატორი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1935 წლის 31 დეკემბერს და იყო მეფე იბნ საუდის 25-ე შვილი[1]. მისი დედა იყო ჰასა ალ სუდაირი[2]. ექვს ძმასთან ერთად დააარსა დაჯგუფება „სუდაირების შვიდეული“[3]. დაწყებითი განათლება მიიღო ერ-რიადის პრინცების სკოლაში[4]. სალმანმა შეისწავლა რელიგია და თანამედროვე მეცნიერება[5].

19 წლის ასაკში 1954 წელს მამამისმა დანიშნა ერ-რიადის ემირად, თანამდებობიდან გადადგა 1960 წელს[6]. 1963 წლიდან ერ-რიადის გუბერნატორია, ამ თანამდებობაზე დარჩა 48 წელი, 2011 წლამდე. 2011 წლიდან თავდაცვის მინისტრია. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა თავისი გარდაცვლილი ძმა, ტახტის მემკვიდრე სულთანი[7].

პირადი ცხოვრება

სალმანი დაქორწინებული იყო სამჯერ[8]. მისი პირველი ცოლი იყო, საკუთარი ბიძაშვილი ბინტ ტურკი ალ სუდაირი[9], რომელიც გარდაიცვალა 2011 წელს 71 წლის ასაკში[10]. ამ ქორწინებიდან დაიბადა პრინცი ფაჰდი (დ. 1955), პრინცი სულთანი (დ. 1956), პრინცი აჰმედი (დ. 1958), პრინცი აბდულ-აზიზი (დ. 1960), პრინცი ფეისალი (დ. 1970) და პრინცესა ჰასა (დ. 1974).

მეორე ცოლი იყო სარა ბინტ ფეისალ ალ სუბაი-აი, რომელთანაც შეეძინა პრინცი საუდი. მესამე ქორწინებიდან ფავდი ნინტ ფალაჰ იბნ სულტან ალ ჰიტალაინთან დაიბადა პრინცები: მუჰამედი, ტურკი, ხალიდი, ნაიფი, ბანდარი და რაკანი[11].

მისი შვილი სულთან იბნ სალმან ალ საუდი გახდა პირველი სამეფო სისხლის მქონე, პირველი არაბი და პირველი მუსლიმი, რომელიც გაფრინდა კოსმოსში[12]. აბდელ-აზიზ იბნ სალმანი ნავთობის მინისტრის მოადგილეა 1995 წლიდან[13].

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Winberg Chai (22 September 2005). Saudi Arabia: A Modern Reader. University Press, გვ. 193. ISBN 978-0-88093-859-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ციტირების თარიღი: 26 February 2013. 
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. His royal highness Prince Salman bin Abdulaziz. Ministry of Interior. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 12 May 2012.
  5. Ministers with portfolio. Saudi Embassy, Washington DC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 19 June 2012.
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Family Tree of Salman bin Abdulaziz bin Abdul Rahman Al Saud. Datarabia. ციტირების თარიღი: 1 May 2012.
  12. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  13. Saudi oil assistance to Pakistan proceeding slowly. Wikileaks (30 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 26 May 2012.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted