შინაარსზე გადასვლა

სამი ჰიუპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სამი ტუომას ჰიუპია[1] (ფინ. Sami Tuomas Hyypiä [ˈsɑmi ˈhyːpiæ]; დ. 7 ოქტომბერი, 1973, პორვოო, ფინეთი) — ფინელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოზიციით ცენტრალური მცველი.

კარიერა

სამი ჰიუპია დაიბადა 1973 წელს ფინეთის ქალაქ პორვოოში. ინგლისური კარიერა 1999 წელს ჟერარ ულიეს ლივერპულში დაიწყო. ათი წელი ითამაშა პრემიერლიგაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე, გაიტანა 35 ბურთი. მას მეორე სართულზე ძლიერად თამაშის გამო, ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორ ჰაერის მეფეს. ჰიუპია 2000-01 სეზონში კაპიტნობდა ლივერპულს, რადგან გუნდის კაპიტანი ჯეიმი რედნაპი სეზონის ბოლომდე დამტვრეული იყო, ხოლო რობი ფაულერი უმეტესწილად შეცვლაზე შემოდიოდა.

სამი ჰიუპიამ ლივერპული 2009 წელს დატოვა და ლევერკუზენის ბაიერში გადავიდა, მისი ბოლო მატჩი ლივერპულის მაისურით შედგა ენფილდზე, ტოტენჰემის წინააღმდეგ.

ფინეთის ნაკრების მაისურით ჩაატარა 105 შეხვედრა. არის ფინეთის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მრავალგზის მფლობელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2012-2014 წლებში, ჰიუპია წვრთნიდა ლევერკუზენის ბაიერს, 2014 წელს ბრიტანულ საფეხბურთო კლუბ ბრაიტონს, 2015 წლიდან დაიკავა შვეიცარიული ციურიხის მთავარი მწვრთნელის პოსტი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. IPA ტრანსკრიფცია ფინური და ესტონური ენებისთვის (ქართულ მასმედიაში ხშირად მოიხსენიებენ დამახინჯებული ფორმით, როგორც სამი ჰიიპია ან სამი ჰიპია)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted