სარისუს ტბა
სარისუს ტბა | |
---|---|
აზერ. Sarısu | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: აზერბაიჯანი იმიშლის რაიონი საბირაბადის რაიონი |
სიგრძე | 22 კმ |
სიგანე | 3 კმ |
ფართობი | 65,7 კმ² |
მოცულობა | 60 მილიონი კმ³ |
საშუალო სიღრმე | 5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 6,05 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სარისუ (აზერ. Sarısu; ქართ. ყვითელი ტბა) — ფართობით აზერბაიჯანის უდიდესი ტბა, რომელიც მდებარეობს იმიშლისა და საბირაბადის რაიონში, მტკვარ-არაქსის დაბლობზე.[1]
სარისუს ტბა მდებარეობს მტკვრის გასწვრივ, იმიშლის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღწევს საბირაბადის რაიონამდე. ტბის მაქსიმალური სიგრძეა 22 კმ, ხოლო მაქსიმალური სიგანე 3 კმ. ტბის წყალი მტკნარია. ტბა ივსება აღგიოლის ტბიდან არხის მეშვეობით. საზრდოობს მიწისქვეშა და წვიმის წყლით. ტბის წყლის გადინება ხდება მტკვარში, რომელიც რეგულირდება მურადბეილის წყალსარინის მეშვეობით.[2]
ტბა გამოყოფილია საცხოვრებელი ტერიტორიებიდან გზატკეცილის ჩრდილოეთით, რომელიც ხელს უშლის მის პოტენციურ დაბინძურებას. ტბის სამხრეთი ნაწილი იყო დაბინძურებული, წარსულში ტბის სანაპიროზე ნავთობის წარმოების გამო.
სარისუს სანაპირო ზოლი ძირითადად შედგება ჭაობებისგან. ტბის ზედაპირის ფართობი 65.7 კმ²-ია,[3] წყლის სავარაუდო მოცულობა 60 მლნ. კუბ. მეტრი. საშუალო სიღრმე 1-3 მეტრია, სანაპირო ზოლი 0.1-0.9 მეტრი. ტბის წყლის მოცულობა ძირითადად იზრდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
ზამთარში, ყინულის საფარის საშუალო პერიოდია 11 დღე. სარისუ მდიდარია კობრით. ტბის ხელსაყრელი პირობები იზიდავს 300-350 ათას გადამფრენ ფრინველს ზამთარში. სარისუს მინერალიზაცია მაღალია.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ Azərbaycanın çayları, gölləri və su anbarları. (Rivers, lakes and reservoirs of Azerbaijan.) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (აზერბაიჯანული)
- ↑ 2.0 2.1 Səth sularının çirklənmə vəziyyəti: Sarısu gölü (State of surface water pollution: Lake Sarysu.) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (აზერბაიჯანული)
- ↑ Ministry of Ecology of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-17. ციტირების თარიღი: 2016-04-30.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted