შინაარსზე გადასვლა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთი
ფაილი:Armoiries république française.svg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საფრანგეთის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ეროვნული ასამბლეის სიმბოლო
ეროვნული ასამბლეის სიმბოლო

საფრანგეთის ეროვნული კრება ან ეროვნული ასამბლეა (ფრანგ. Assemblée nationale) — საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა. პალატის სხდომები იმართება პარიზის ბურბონთა სასახლეში, მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე. შენობა აშენდა 1728 წელს, ხოლო დეპუტატები დასხდნენ 1798 წელს.

ასამბლეა შედგება 577 დეპუტატისგან, რომელთა არჩევა ხდება ხალხის მიერ 5 წლის ვადით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მეშვეობით. დეპუტატებს აკისრიათ ორმაგი როლი — ისინი თვალყურს ადევნებენ მთავრობის ქმედებებსა და ქმნიან ახალ კანონებს.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი როგორც ყოვეთვის, არის წამყვანი პარტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის ასამბლეის მუშაობის ვადა 5 წლით განისაზღვრება, თუმცა პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დროზე ადრე დათხოვა.

ფაილი:Paris Assemblee Nationale DSC00074.jpg
ეროვნული ასამბლეის შენობა - ბურბონთა სასახლე

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში