ბრაზილია-საქართველოს ურთიერთობები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობები)
Map indicating locations of Brazil and Georgia | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბრაზილია |
ფაილი:Flag of Georgia.svg საქართველო |
ბრაზილია-საქართველოს ურთიერთობები — ბრაზილიასა და საქართველოს შორის განვითარებული საგარეო ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1993 წლის 28 აპრილს. ბრაზილია ურთიერთობებს აწარმოებს საქართველოსთან მოსკოვში არსებული საელჩოს მეშვეობით.
2013 წელს საქართველო-ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად, ბრაზილიის ფოსტისა და ტელეგრაფის უწყებამ გამოუშვა საფოსტო მარკა[1].
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბრაზილიაში
- ოთარ ბერძენიშვილი (აგვისტო, 2011 - 1 ოქტომბერი, 2016)
- დავით სოლომონია (2016 - დღემდე)
ბრაზილიის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში
რეზიდენციით მოსკოვში
- ტერეზა მარია მაჩადო (7 აგვისტო, 1997),
- ჟოზე ვიეგას ფილიო (2001 - 2003)
- კარლოს აუგუსტო სანტოს ნევესი (2004 - 2008)
- კარლოს ანტონიო დე როსა პარანიოსი (22 აპრილი, 2008 - 2010)
რეზიდენციით თბილისში
- კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა (იანვარი, 2012-დღემდე)
განხორციელებული ვიზიტები და შეხვედრები
- 2010 წლის 18 თებერვალს თბილისში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შორის.
- 2010 წლის 26 აპრილს, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზილიაში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ბრაზილიის საგარეო უწყებებს შორის. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-ბრაზილიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები.
სავაჭრო ბრუნვა
2005-2010 წლებში (ათ. აშშ $):
|
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრაზილიასთან ურთიერთობის შესახებ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted