სევენები
იერსახე
სევენები | |
---|---|
![]() თეთრი მთა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: საფრანგეთი |
უმაღლესი წერტილი | ლოზერი |
სიმაღლე | 1702 მ |
სიგრძე | 150 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სევენები (ფრანგ. Cévennes, ოქსიტ. Cevenas, Cevena) — ქედი საფრანგეთში. საფრანგეთის ცენტრალური მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 1702 მეტრამდე (მთა ლოზერი). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გნაისებით, ფილიტებითა და ფიქლებით, ალაგ-ალაგ — ვულკანური ქანებით. მწვერვალებრივი ზედაპირი პლატოსებრია. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ხმელთაშუა ზღვის ბუჩქოვანი მცენარეულობით, ზევით წაბლისა და წიფლის ტყეებია, უფრო მაღლა — წიწვოვნები, მწვერვალებზე — მდელოები, ხეობებში — ვენახები და ბაღები. გარის ხეობაში არის ქვანახშირის საბადო.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 266.