სემ-რეიბერნის წყალსაცავი
თარგი:ინფოდაფა წყალსაცავი სემ-რეიბერნის წყალსაცავი (ინგლ. Sam Rayburn Reservoir) — წყალსაცავი აშშ-ში. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ ბომონტიდან ჩრდილოეთით 110 კილომეტრში, ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე.
წყალსაცავი საზრდოობს მდინარე ნეჩესის შენაკადის ანჯელინას წყლით. ფართობი 463 კმ², რითაც წარმოადგენს ტეხასის შტატში მდებარე უდიდეს ხელოვნურ ტბას. წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო 1956 წლის 7 სექტემბერს. ამოქმედდა 1965 წლიდან. იგი უმთავრესად გამოიყენება, როგორც რეზერვუარი წყალდიდობასთან ბრძოლაში და ჰესის ასამუშავებლად.
სემ-რეიბერნის წყალსაცავის აშენება თავისი კეთილმოწყობილი პლაჟით დაჯდა დაახლოებით 66 მლნ. აშშ დოლარი. მდიდარია თევზით, რის გამოც განვითარებულია თევზჭერა. მოიპოვება დიდპირა ქორჭილა, მზის ქორჭილა და არხის ლოქო. დასვენების პოპულარული ადგილია.