სიძვა
იერსახე
სიძვა — ძველ საქართველოში დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი, „უმეუღლეობის ბოზობა“ (საბა). ასეთ ქალს „მეძავი“, მამაკაცს კი „მსიძავი“ ერქვა. „მეძვისაგანი“ ანუ „სიძვით შობილი“ აღნიშნავდა ნაბიჭვარს, „სიძვის სასყიდელი“ — როსკიპის („წარმდები“, „სიძვის დედაკაცი“) გასამრჯელოს, ხოლო „მეზავთ-საძოვნებელი“ და „მეძავთუხუცესი“ („დიდი სჯულისკანონის“ ქართული თარგმანი) — სამეძაო სახლსა და მის პატრონს. „სიძვით დაცემისათვის“ სჯულისკანონი 3 თუ 7 წლით უზიარებლობას აწესებდა („სიძვისა კანონით“ განკანონება). „ცთუნება ქალწულისა უთხოველისაჲ“ ხალხური ზნეობით სისხლის აღებას იწვევდა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 414.