სოსანი
იერსახე
სოსანი (Consolida) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. ფოთლები თათისებრგანკვეთილია. ყვა ვილები ზიგომორფულია, ღია ან მუქი იისფერი. ნაყოფი ფოთლურაა.
აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროა ზომიერ სარტყელში.
საქართველოში 4 სახეობაა, რომელთაგან ყველაზე ხშირია Consolida divaricata. სოსანი იზრდება ველებში, ნახევრად უდაბნოებში, ქვიშიან და ქვიან ფერდობებზე. ნათესებში (სარეველად), დანაგვიანებულ ადგილებზე. სოსანის ზოგიერთი სახეობა გამოიყენება სამღებრო საქმეში, ზოგიერთი დეკორატიულია, ზოგიც — შხამიანი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 476.