მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაშკენტის მეტროპოლიტენი (უზბ. Toshkent metropoliteni) — მეტროპოლიტენის სისტემა ტაშკენტში; უზბეკეთი, პირველი მეტროპოლიტენი ცენტრალურ აზიაში.
ისტორია
ტაშკენტის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968-1970 წლებში დაიწყო; პირველი ხაზი (ჩიალანზარის ხაზად წოდებული) 1977 წელს გაიხსნა 12,2 კმ სიგრძითა და 9 სადგურით.
უმოკლეს ვადებში შეიქმნა აუცილებელი სამეწარმეო ბაზა, რომელმაც ბეტონის კონსტრუქციიდან დაწყებული თუჯის ტიუბინგების ჩათვლით ყველაფრის ადგილობრივად წარმოება დაიწყო.
პირველი გასაშვები მონაკვეთი 1977 წელს ჩაბარდა. მეტროს მშენებლობა თავიდანვე მაღალი სეისმური აქტივობის გათვალისწინებით დაიწყო (სპეციალისტთა მტკიცებით, მეტროს კონსტრუქცია 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი). ტაშკენტში მიწისძვრების სიხშირის მიუხედავად, მეტროპოლიტენის პირველ ხაზს მუშაობა არასდროს შეუწყვეტია დღიდან გახსნისა.
ხაზები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| მეტროპოლიტენები* | |
---|
| მეტროტრამები | |
---|
| ერთლიანდაგიანი რკინიგზა | |
---|
| მღვიმის რკინიგზა | |
---|
| მშენებარე | |
---|
| დაგეგმილი | |
---|
| მიტოვებული | |
---|
|
*დალაგებულია გახსნის თარიღის მიხედვით. |
|