ტაშტახტი
იერსახე
ტაშტახტი | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო თურქეთის დროშა თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არტაანის პროვინცია |
სიმაღლე | 2291 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა და ანდეზიტური განფენები |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტაშტახტი — უღელტეხილი საქართველოსა და თურქეთის (არტაანის პროვინცია) საზღვარზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილის სამხრეთით, მდინარე ხირხატისწყლის (სხალთის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2291 მ. ტაშტახტის მიდამო აგებულია პალეოგენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ანდეზიტური განფენებით. კალთები შემოსილია სუბალპური ბალახეულით.
ლიტერატურა
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 671.