ტეგანისებრნი
იერსახე
ტეგანისებრნი (ლათ. Rutaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მეტწილად ხეები ან ბუჩქებია, იშვიათად მოპირისპირედ განლაგებული მარტივი ან რთული ფოთლები აქვთ, რომლებივ წერტილოვანი ეთერზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი.
ოჯახი მოიცავს 150-მდე გვარის 1600-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად ტროპიკებსა და სეუბტრიპიკებშია გავრცელებული. საქართველოში 2 გვარის 4 სახეობაა.
ტეგანისებრთა ზოგი სახეობა სამკურნალოა, ზოგი დეკორატიული, ზოგი (იფნურა) კანის სიდამწვრეს იწვევს, ზოგს ძვირფასი მერქანი აქვს (ტროპიკულ ქვეყნებში). კულტურულ მცენარეთაგან ამ ოჯახს განეკუთვნება ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი და სხვა.
ლიტერატურა
- ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 681.