თერმოპილეს ბრძოლა
თერმოპილეს ბრძოლა — ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის. გაიმართა ძვ. წ. 480 წელს თერმოპილესთან, მთის ვიწრო გასასვლელში, თესალიისა და შუა საბერძნეთის საზღვარზე.
ომის მსვლელობა
ძვ. წ. 480 წელს სპარსელები დარიოსის მემკვიდრის ქსერქსე I-ის მეთაურობით კვლავ საბერძნეთისკენ დაიძრენ. სპარსელთა წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო შეკავშირდა. ბერძნებმა გადაწყვიტეს გამაგრებულიყვნენ თერმოპილეს გასასვლელში. მთის ამ ვიწრო კარში შესაძლებელი იყო მცირე ძალებით ძლიერი მტრის შეჩერება. ბერძენთა რაზმს ხელმძღვანელობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი. ლეონიდასი და მისი მეომრები სპარსელთა შემოტევებს რამდენიმე დღე იგერიებდნენ. მტერმა უკან გაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ მოღალატემ ქსერქსეს მთის ვიწრო ბილიკი აჩვენა. სპარსელებმა ბერძნებს ამ ბილიკით ზურგიდან მოუარეს. ლეონიდასმა 300 სპარტელი დაიტოვა, ხოლო მოკავშირეებს სახლში დაბრუნება უბრძანა. 300 სპარტელი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად გმირულად დაიღუპნენ. თერმოპილესთან ბრძოლის შემდეგ ქსერქსეს ჯარმა ათენი აიღო.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 663.
რესურსები ინტერნეტში
- EDSITEment Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lesson Plan: 300 Spartans at the Battle of Thermopylae: Herodotus' Real History Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (from the National Endowment for the Humanities)
- Lendering, Jona. (1996-2007) Herodotus' twenty-second logos: Thermopylae. Livius articles on ancient history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2007-10-19.
- The Five Great Battles of Antiquity by David L. Smith, Symposion Lectures Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, 30 June 2006.
- Modern monument Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted at siu.edu
- Spartan burial mound Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted at coloradocollege.edu