შინაარსზე გადასვლა

ტვინის აქტივობა და მედიტაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

გაყვითლებული რეგიონი აღნიშნავს წინა ქამრისებრ ქერქს. ტვინის იმ რეგიონს, რომელიც დამტკიცებულია, რომ მედიტაციის დროს აქტიურდება.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნეირომეცნიერების, ფსქიოლოგიისა და ნეირობიოლოგიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა გამოკვლიათ მედიტაციის გავლენა ტვინის აქტივობასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მედიტაციის კვლევას უნდა განესაზღვრა და დაეხასიათებინა ქზროვნების სხვადასხვა მეთოდი. ის, თუ რა ეფექტი აქვს მედიტაციას ტვინზე, შესაძლებელია, დაიყოს ორ ნაწილად: მდგომარეობით ცვლილებებად და ფენოტოპურ (თვისობრივ) ცვლილებებად. პირველი გულისხმობს ცვლილებებს ტვინის აქტივობაში უშუალოდ მედიტაციის დროს, ხოლო მეორე აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებიც გრძელვადიანი პრაქტიკის შედეგია.

გონებრივი მედიტაცია ხშირად შეისწავლება. მის მიმართ ბუდისტური მიდგომა აღმოჩენილია ძენში და ვიპასანაში.[1][2] ჯონ კაბატ-ძინნი აღწერს მედიტაციას, როგორც მოცემული მომენტის მიმართ სრულ და მიუკერძოებელ ყურადღებას.[3]

ცვლილებები ტვინში

ელექტროენცეფალოგრაფია

ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) მედიტაციის დროს ტვინში მიმდინარე პროცესების შეფასების უმთავრეს მეთოდს წარმოადგენს. იგი იყენებს მთელს სკალპზე განთავსებულ ელექტრო მავთულებს, რათა გაზომოს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ერთიანი ელექტრო აქტივობა. უფრო ზუსტად კი, ეეგ ზომავს ნეირონების დიდ ჯუფთა ელექტრო ველს. ეეგ-ს ძალიან მაღალი დროითი რეზოლუცა აქვს და, აგრეთვე, მილიწამებში ზომავს ტვინის რეგიონების ან მთლიანი ქერქის აგრეგირებულ აქტივობებს. სხვა, გამოსახულებაზე დაფუძნებული მეთოდებისგან განსხვავებით, ეეგ-ს არ აქვს კარგი სივრცითი გამოსახულება და უფრო ხშირად ქერქის სპონტანური აქტივობების გამოსათვლელად გამოიყენება. ეს სპონტანური აქტივობები კი, თავისი სიხშირის მიხედვით, დაყოფილია ოთხ ნაწილად, დაწყებული დაბალი სიხშირის დელტა ტალღებით (< 4 ჰერცი), რომლებიც ყველაზე ხშირად ძილის დროს გვხვდება და დამთავრებული ბეტა ტალღებით (13-30 ჰერცი), რომელიც სიფხიზლესა და ყურადღების გამახვილებასთან ასოცირდება. რაც შეეხება ამ ორ უკიდურესობას შორის არსებულ ორ კატეგორიას, ესენია: ტეტა ტალღები (4-8 ჰერცი) და ალფა ტალღები (8-12 ჰერცი).

მედიტაციაზე ჩატარებულ მრავალ ბოლოდროინდელ კვლევაში, რომლებიც კანის და პოლიხის 2006 წლის ნაშრომში მიმოიხილება, ჩანს კავშირი მედიტაციასა და, როგორც დაბალი სიხშირის ალფა ტალღებს, ასევე, ტეტა ტალღებს შორისაც.[4] რაც შეეხება უფრო მოძველებულ კვლევებს, მათში ვხვდებით უფრო სპეციფიკურ დასკვნებს. მაგალითად ის, რომ მედიტაციისას - შემცირებულია ალფა ბლოკირება და გაზრდილია შუბლის წილის სპეციფიკური აქტივობები.[5] ალფა ბლოკირება, ეს არის შემთხვევა, როცა აქტიურ ტვინს, რომელიც, როგორც წესი, ბეტა ტალღურ აქტივობას აჩვენებს, არ შეუძლია მარტივად გადასვლა ალფა ტალღურ აქტივობაზე, რომელიც მოგონების გახსენების პროცესშია ჩართული. ამ აღმოჩენებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ მედიტაციის პროცესში ადამიანი ჩვეულებრივზე უფრო რელაქსირებულია, თუმცა ინარჩუნებს მკვეთრ ცნობიერებას. ბოლო დროს გამოცემულ ორ წიგნში, რომლებიც აღნიშნულ კვლევებს აღწერენ, ხაზგასმულია ამ კვლევების პრობლემები, კერძოდ, სუსტი კონტროლი და სტატისტიკური ანალიზი. ამ აღწერების მიხედვით, არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა არის შესაძლებელი, რომ მედიტაციისას იმატებს ალფა და ტეტა ტალღების აქტივობები.[4][6]

ნეიროვიზუალიზაცია

ფუნქციური მაგნიტური რეზონანსის გამოსახულება (ფმრგ) წარმოადგენს კიდევ ერთ ფართოდ გამოყენებულ მეთოდს, რომელიც მედიტაციის დროს ტვინის აქტივობის შესწავლისას გამოიყენება. იგი ავლენს სისხლის ნაკადის უსუსტეს გააქტიურებასაც კი, ტვინის იმ ნაწილებში, რომლებშიც უფრო მაღალი მეტაბოლური აქტივობაა. ეს გაზრდილი მეტაბოლური აქტივობების ნაწილები კი, აზუსტებს თუ ტვინის რომელი რეგიონი მუშაობს არსებულ მომენტში რაღაც სტიმულის გამომუშავებაზე. ეეგ-სგან განსხვავებით, ფმეგ-ის უპირატესობას სივრცითი რეზოლუცია წარმოადგენს, რომელიც, ამავდროულად, ასახავს ტვინის აქტივობის დეტალურ სივრცით რუკას. ხოლო რაც შეეხება დროით რეზოლუციას, ის ეეგ-ს საშუალებით უკეთ იზომება, რადგან ფმრგ-ით პროპორციულად მზარდი აქტივობების დეტალური აღწერა შეუძლებელია.

ფაილი:Kamakura Budda Daibutsu front 1885.jpg
ბუდას ქანდაკება მედიტირებისას.

ტოპოგრაფიული აღმოჩენები

იქიდან გამომდინარე, რომ ფმრგ შედარებით ახალი ტექნოლოგიაა, იგი მედიტაციის დროს ტვინის აქტივობის გაზომვის უახლეს მეთოდს წარმოადგენს. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ, ვიპასანას ტიპის მედიტაციის დროს, მკვეთრად მატულობს აქტივობა წინა ქამრისებრ ქერქში, შუბლისწილსა და შუბლისწინა ქერქში.[7] მსგავსად, ქამრისებრ ქერქსა და შუბლისწინა ქერქში აქტივობა მაღალი იყო ძენ მედიტაციის დროსაც.[8] ორივე კვლევამ შემოგვთავაზა ვარაუდი, რომ ეს მიგნებები შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი ყურადღების კონტროლის ინდიკატორი მედიტაციის დროს. კანის და ჩიესის მიმოხილვითი ნაშრომები გვიჩვენებს, რომ ეს შედეგები არის მედიტაციაში კონსისტენციის ეფექტის ინდიკატორი ტვინის ამ რეგიონებზე.[4][6]

კვლევა მედიტაციასა და ემოციებზე

აღნიშნული კვლევების მიმოხილვით სტატიებში, ასევე, საუბარია მედიტატორების მიერ გამოვლენილ ამაღლებულ ემოციურ მდგომარეობაზე.[9] ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალური კვლვევა 2008 წელს ჩატარდა ლუც ეტ ალის მიერ. უფრო კერძოდ კი, ამ უკანასკნელის ფარგლებში, ყურადღებას ამახვილებდნენ მედიტაციისას წარმოქმნილ ემოციურ ფონზე. კვლევა მოიცავდა “თანაგრძნობითი მედიტაციის” მდგომარეობის შექმნას, როგორც ახალბედების, ასევე გამოცდილი მედიტატორების მიერ. ასევე, ეს კვლევა მოიცავდა „თანამგრძნობი მედიტაციის“ მდგომარეობის შექმნასაც. იყო ახალბედა და გამოცდილი მედიტატორების ჯგუფი, რომლებზეც ზომავდნენ აქტივობას ემოციურად დატვირთული ხმების მიმართ. ფმრგ-ს შედეგებმა აჩვენა, რომ, ასეთი გამღიზიანებლის პასუხად, მომატებული იყო აქტივობა, როგორც წინა ქამრისებრ ქერქში, ასევე, ამიგდალაში, საფეთქელისა და თხემის შეერთების ადგილსა და ზედა საფეთქლის ღარში. სტატიის ავტორების აზრით, ეს მოწმობს იმაზე, რომ არსებობს მძლავრი მგრძნობელობა ემოციურ გამოხატვასა და პოზიტიურ ემოციებს შორის.[9]

მედიტაციის ხანგრძლივი პრაქტიკით გამოწვეული ცვლილებები ტვინში

ელექტროენცეფალოგრაფია

ძველ კვლევები, რომლებიც მედიტატორებსა და არამდიტატორებზე ჩატარდა ვხვდებით მტკიცებებს ფენოტოპური ცვლილებების შესახებ. ალფა ტალღებში მიმდინარე ცვლილებები გაირკვა, რომ წარმოადგენს, როგორც ფენოტოპური, ასევე, თვისობრივი ცვლილებების ფენომენს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოცდილი და გამოუცდელი მედიტატორების ტვინში მიმდინარე პროცესების შედარებისას, შემდეგი სურათი წარმოგვიდგება: ალფა მწკრივში გამოხატული სპეციფიკური სიხშირეების ზრდა, ალფა ჯგუფის გაზრდილი სიმძლავრე და ეეგ აქტივობის შენელება (სიხშირის შემცირება).[5][10] ალფა ბლოკირების ფენომენი, რომელიც გამოკვლეულია, როგორც ტვინის ფუნქციის მდგომარეობით ცვლილებად, ასევე, გამოიკვლიეს, როგორც პოტენციური ფენოტოპური ცვლილების მახასიათებელი. ერთ-ერთი ასეთი კვლევა ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ალფა ბლოკირება მედიტაციის ხანგრძლივი პრაქტიკით იყო განპირობებული, ამას კი - სმენითი სტიმულების შემოწმებით ცდილობდნენ.[11]თუმცა, ამ კვლევაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, აღნიშნული იყო, რომ არასაკმარისი ინფორმაცია არსებობდა იმისათვის, რათა ალფა ბლოკირებისათვის ფენოტოპური ცვლილების კატეგორია მიენიჭებინათ.[4][12]

ნეიროვიზუალიზაცია

ტვინის წითელ რეგიონზე ნაჩვენებია ჰიპოკამპი, რომელიც დამტკიცებულია, რომ გამოცდილი მედიტატორების ტვინში - მედიტაციისას აქტიურდება.

ტვინის ფენოტოპური ცვლილებები ნეიროვიზუალიზაციის მხრივაც შეისწავლეს, ყველაზე ხშირად კი - ფმრგ-ს გამოყენებით. 21 ნეიროვიზუალური გამოკვლევის მეტაანალიზის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ტვინის 8 რეგიონი ცვლილებას ექვემდებარეობდა. აქ შედიოდა ისეთი ნაწილები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია მეტა-ცნობიერებისათვის, ექსტოცეპტურ და ინტეროცეპტური ცნობიერებისათვის, მეხსიერების გამყარებისთვის და - პირიქით, ასევე, თვით და ემოციის რეგულაცისათვის და ინტერჰემისფერული თუ შიდა კომუნიკაციებისათვის.[13] ამ ცვლილებების შესწავლისას აკვირდებოდნენ მედიტატორებისა და არა-მედიტატორების ტვინებში მიმდინარე პროცესებს, უფრო კერძოდ კი - მომატებულ სიმჭიდროვეს რუხი ნივთიერების რეგიონებსა და თეთრი ნივთიერების გზებზე. შესწავლილი არეებიდან, რომლებზეც არსებობდა მონაცემები, აღმოჩნდა, რომ ცვლილებების დიდი ნაწილი მოხდა მარცხენა ნახევარსფეროში.

ასევე, არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთიც, რომ მედიტაცია თამაშობს ერთგვარ დამცველობით როლს რუხი ნივთიერების მოცულობის ბუნებრივი შემცირების პროცესში, რომელიც ასოცირდება დაბერებასთან. ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ძენის მედიტატორებს, ჰქონდათ, ასაკთან დაკავშირებული რუხი ნივთიერების მოცულობის - უფრო ნელი კლება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც სწავლასთან, კოგნიტურ ელასტიურობასა და ყურადღებასთანაა დაკავშირებული.[14]

გაირკვა, რომ მათ, ვისაც მედიტაციის ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს, ტკივილის ატანაც უფრო მარტივად შეუძლიათ.[15] მეცნიერების აზრით, ეს დაკავშირებულია, როგორც სომატოსენსორული ქერქების შეცვლილ ფუნქციასა და სტრუქტურასთან, ასევე, მომატებულ უნართან მოხდეს იმ ტვინის რეგიონების დაშორება, რომლებიც ტკივილის კოგნიტურ შეფასებასთანაა დაკავშირებული (ქამრისებრი ქერქი და დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქი).[16]

ტვინის მდგომარეობის ცვლილება, რომელიც მედიტატორებს აღენიშნებოდათ, წარმოადგენს თითქმის ექსკლუზიურად აღმოჩენადია მთავარ აღმასრულებელ და ასოცირებულ ქერქში.[13] ეს ადასტურებს აზრს იმის შესახებ, რომ მედიტაცია ავითარებს თვითრეგულაციას და ყურადღებას. უკანასკნელმა კვლევებმა აგრეთვე გვიჩვენეს, თუ როგორ ცვლიან ეს ცვლილებები ფუნქციონალს და ქსელში ჩართვის უნარს, რაც ჰიპოპეტურად არის ტვინის რეგიონების ქსელი, რომლებიც არიან აქტიურები მაშინ, როდესაც ინდივიდი დაკავებულია შიდა ამოცანებით, როგორიცაა ოცნება.[17]

აღმოჩენების სანდოობა

ფოქს ეთ ალ-ის ჩატარებულმა მეტაანალიზმა გააჩინა ეჭვი და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნეიროვიზუალიზაციის მეთოდით ჩატარებული კვლევების სანდოობა. მისი აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ აღნიშნულ კვლევებში მომხდარიყო გარკვეული შედეგების გაზვიადება. ამის მიუხედავად, მან იპოვა „თანმიმდევრული განსხვავებები პრეფრონტალური ქერქისა და სხეულის ცნობიერების რეგიონებში“ რამდენიმე კვლევაში.[18]

მეტი კვლევა იქნება საჭირო, სანამ ვინმე ზუსტ დასკნებს გააკეთებს.

პოპულარული ლიტერატურა

პოზიტიური ასახვა

მეცნიერული ლიტერატურის გარდა, ზოგადი აუდიტორიისათვის გათვლილ წიგნებშიც ვხვდებით გარკვეულ მოსაზრებებს მედიტაციის კვლევის შესახებ.[19] ერთ-ერთ ასეთ წიგნს წარმოადგენს რიკ ჰენსონის „ბუდას ტვინი“, რომელიც გადმოცემულია მედიტაციასთან დაკავშირებული მეცნიერული კვლევების შესახებ. ჰენსონი, რომელიც ნეირომეცნიერი მკლევარია, მეცნიერულ კვლევებს მკითხველისათვის გასაგებ ენაზე წერს და ამასთანავე, შედეგების გავლენაზეც საუბრობს. ჰენსონის მთავარ არგუმენტს ის წარმოადგენს, რომ პოზიტიური ემოცეიბი, მაგალითად, სიყვარული - მედიტაციის საშულაებით შეიძლება გაძლიერდეს, ამ მოსაზრების განსამტკიცებლად კი - ავტორი უამრავ სამეცნიერო კვლევას იყენებს.[19]

ნეგატიური ასახვა

რაც შეეხება კრიტიკოსებს, მაგალითად, ოუელ ფლენეგენს, მიაჩნიათ, რომ ჰენსონი და მისთანანი, დღეისათვის არსებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ფლენეგენი, თავის წიგნში - „ბოდჰისატვა ტვინი: ნატურალიზებული ბუდიზმი“, უფრო კონსერვატორულ შეხედულებებს გვთავაზობს.[20] მას არ სჯერა იმ იდეის, რომ პოზიტიური ემოციები ისევე შეიძლება გაძლიერდეს, როგორც ინსულტის მსხვერპლებს შეიძლება აღუდგეთ კიდურების გამოყენების უნარი.[20] ფლენეგანი აღიარებს იმ ფაქტს, რომ მედიტაცია რაიმე სახით მაინც შეიძლება იყოს დადებითი შედეგის მომტანი, თუმცა როგორ მოქმედებს იგი ტვინზე, ფლენეგენის თქმით, ბურუსითაა მოცული.[20]

სქოლიო

  1. Mizuno, Kogen (1972). Essentials of Buddhism. Tokyo: Kosei Publishing Company. 
  2. Ahir, D.C. (1999). Vipassana : A Universal Buddhist Meditation Technique. New Delhi: Sri Satguru Publications. 
  3. Kabat-Zinn, Jon (1998). Wherever You Go, There You Are : Mindfulness Meditation in Everyday Life. New York: Hyperion. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. 5.0 5.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. 6.0 6.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. 9.0 9.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  13. 13.0 13.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  14. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  15. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  16. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  17. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  18. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  19. 19.0 19.1 Hanson, Rick (2009). Buddha’s Brain: The Practical Neuroscience of Happiness, Love, and Wisdom. Oakland, CA: New Harbinger Publication, INC. ISBN 978-1572246959Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  20. 20.0 20.1 20.2 Flanagan, Owen (2011). Bodhisattva’s Brain: Buddhism Naturalized. Cambridge, MA: The MIT Press. ISBN 978-0262016049Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted