ტომაზ პენგოვი
ტომაზ პენგოვი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტომაზ პენგოვი 2005 წელს | |
დაბადების სახელი | ტომაზ პენგოვი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
სხვა სახელები | Pigl |
ეროვნება | სლოვენი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1973–2014 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჟანრი | |
ინსტრუმენტები |
|
ლეიბლები |
|
ასოციაციები |
|
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტომაზ პენგოვი (სლოვენ. Tomaž Pengov; დ. 1948, ლიუბლიანა, სლოვენია, იუგოსლავია — გ. 10 თებერვალი, 2014, გოლნიკი, სლოვენია) — სლოვენი პოეტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი და გიტარისტი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1949 წელს, ლიუბლიანაში, სლოვენია, რომელიც მაშინ იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა. ლიუბლიანის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას და ეუფლებოდა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიულ საფუძვლებს.
შემოქმედებითი მოღვაწეობა
ტომაზ პენგოვმა თავისი პირველი ალბომი სახელწოდებით — Odpotovanja 1973 წელს ჩაწერა. ამ ალბომს ყოფილ იუგოსლავიაში გამოშვებულ პირველ დამოუკიდებელ ალბომად მიიჩნევენ. იგი ხელახლა გამოიცა 1981 წელს სტერეო ხმის ფორმატით; თავდაპირველი მონო ფორმატის გამოცემა ამჟამად დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სიმღერის დროს იყენებდა რკინისსიმებიან აკუსტიკურ და თორმეტსიმიან გიტარას, ასევე, ლუთნას.
პენგოვის შემოქმედებას კრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევდნენ, რომელთა ნაწილი პენგოვის საშემსრულებლო სტილის ლეონარდ კოენის ადრეულ შემოქმედებასთან მსგავსებას აღნიშნავდა.
მისი მეორე ალბომი სახელწოდებით — Pripovedi (ინგლ. Stories) 1988 წელს გამოიცა, რომელზეც ის 1980 წლიდან რვა წლის განმავლობაში სხვადასხვა მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა. ალბომზე წარმოდგენილი მუსიკა კვლავაც აკუსტიკურია, თუმცა, რამდენადმე განსხვავებული ჟღერადობით.
ოთხმოცდაათიანებში მან კიდევ ორი ალბომი გამოუშვა — Rimska cesta (ინგლ. Roman road) (1992) და Biti tu (ინგლ. Being here) (1996).
2011 წელს ტომაზ პენგოვმა გამოსცა თავისი ლექსების აუდიოწიგნი სახელწოდებით — Drevo in zvezda (ხე და ვარსკვლავი).
გარდაიცვალა 2014 წლის 10 თებერვალს 66 წლის ასაკში.[1]
დისკოგრაფია
- Odpotovanja (ŠKUC, 1973 − LP mono) (ZKP RTVL, 1981 − LP stereo, kaseta) (Sraka, 1991 − CD)
- Napisi padajo / Črna pega čez oči (ŠKUC, 1978 − mala plošča)
- Pripovedi (ZKP RTVL, 1988 − LP, kaseta) (Sraka, 1992 − CD)
- Rimska cesta (Sraka, 1992)
- Biti tu (Sraka, 1996)
- Koncert (album, Tomaž Pengov) (Dallas Records, 2006)
- Drevo in zvezda (Sanje, 2011)
რესურსები ინტერნეტში
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Tomaž Pengov AllMusic-ზე
- Томаз Пенгов — КиноПоиск
- Odpotoval je Tomaž Pengov — RTV Slovenija
- Tihe so njive · Prišla je
Odpotovanja (1973) · Pripovedi (1988) · Rimska cesta (1992) · Biti tu (1996) |
სქოლიო
- ↑ MMC RTV SLO (10 თებერვალი, 2014). Umrl je kantavtor Tomaž Pengov, "popotnik s prašnih kolovozov" — V 66. letu starosti je umrl veliki slovenski kantavtor Tomaž Pengov. Svoj prvi album Odpotovanja, prvo neodvisno ploščo na območju nekdanje Jugoslavije, je pri založbi Škuc posnel leta 1973. rtvslo.si. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2018.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted