ტონგის ღარი
იერსახე
ტონგის ღარი — ღრმა წყლის ღარი წყნარ ოკეანეში. გადაჭიმულია სამოის კუნძულებიდან სამხრეთ განედის 25°-მდე 860 კილომეტრის მანძილზე. ტონგის ღარის საშუალო სიგანეა 178 კმ, სიღრმე 10 882 მეტრი, რაც მსოფლიო ოკეანის მაქსიმალური სიღრმეა სამხრეთ ნახევარსფეროში. სამხრეთით უერთდება კერმადეკის ღარს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 19.
რესურსები ინტერნეტში
- Plate subduction
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted