ფეხფარფლიანები
იერსახე
ფეხფარფლიანები (ლათ. Lophiiformes ან Pediculati) — ზღვის თევზების რიგი. აქვთ სახეცვლილი მკერდის ფარფლები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ და თევზს სუბსტრატზე ხოხვის საშუალებას აძლევენ. ზურგის ფარფლის პირველი სხივი ზედა ყბასთან არის მიახლოებული და გარდაქმნილია „ანკესად“, რომლის ბოლოზეც „მისატყუებელია“ მოთავსებული. ფეხფარფლიანები ძირითადად მტაცებლები არიან. რიგში 225 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვერიგში: Lophioidei — 1 ოჯახით, Antennarioidei — 3 ოჯახით და მეანკესეები (Ceratioidei) — 10 ოჯახით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 281.
რესურსები ინტერნეტში
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/langka-35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Tree of Life web project: Lophiiformes Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted