ქარაცინისნაირნი
იერსახე
ქარაცინისნაირნი (ლათ. Characinoidei) — თევზების ქვერიგი კობრისნაირთა რიგისა. აერთიანებს 1500-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ეკუთვნიან 6—7 (ზოგიერთი მკვლევრის მიხედვით 16) ოჯახს. მათი სხეულის სიგრძე მერყეობს 2,5 სმ-იდან 1,5 მ-მდე. გავრცელებული არიან ამერიკისა და აფრიკის ტროპიკულ მტკნარ წყლებში. ზოგი სახეობის თევზი ქვირითით მრავლდება, ზოგი კი ცოცხალდმშობია. მსხვილი თევზები რეწვის ობიექტებს წარმოადგენენ, წვრილ ფორმებს კი დეკორატიული მნიშვნელობა აქვს და აკვარიუმებში ამრავლებენ.
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 455.