ქართლის სასპასპეტო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ქართლის სასპასპეტო — ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში, მოიცავდა შიდა ქართლს, დაარსდა ფარნავაზ მეფის დროს.
„მეფეთა ცხოვრების“ ცნობით, ქართლის სამეფოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა მმართველმა ფარნავაზ მეფემ (ძვ. წ. IV საუკუნის ბოლო — ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) თავისი სამფლობელო გაყო ცხრა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად, აქედან რვა იყო საერისთავო (ერისთავით სათავეში) და ერთი სასპასპეტო (სპასალარით („სიფაჰსალარ“)/სპასპეტით („ერან სპაჰპატ“) სათავეში). სასპასპეტოს ტერიტორია, როგორც ყველაზე მთავარი ადმინისტრაციული ერთეულისა, მთლიანად მოიცავდა ისტორიული შიდა ქართლის რეგიონებს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონს. ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილმა სამხედრო-ადმინისტრაციულმა მოწყობამ პრაქტიკულად უცვლელი სახით იარსება მთელი ელინისტური ხანის (ძვ. წ. IV-ძვ. წ.I სს.) და გვიანანტიკური პერიოდის (ახ. წ. I-IV სს.) განმავლობაში. მთელ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია, რომელიც ქართლის სასპასპეტოში შედიოდა, ქართლის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო.
ისტორია
პირველი ეტაპი
თავდაპირველად ფარნავაზ მეფემ შემოიღო სპასპეტის წოდება, რომელმაც იხელმძღვანელა სპარსული ტრადიციებით და შიდა ქართლის ტერიტორიაზე დააარსა ერთი სასპასპეტო. თარგი:Blockquote
მეორე ეტაპი
მოგვიანებით, თამარ მეფის დროს მოხდა შიდა ქართლის სამ სასპასპეტოდ დაყოფა. თარგი:Blockquote
აღნიშნულმა დაყოფამ იარსება ვახუშტი ბატონიშვილის დრომდე, რომელსაც თავის „საქართველოს გეოგრაფიაში“ აღწერილი აქვს სამივე სასპასპეტოს ტერიტორიული მოწყობა.
ერთი სასპასპეტო მდებარეობდა მტკვარსა და თრიალეთის ქედს შორის, ტაშისკარიდან თბილისამდე.
ქართლის სპასპეტები
- ფარნავაზ სპასპეტი — მოღვაწეობდა ფარსმან ქველის დროს.
- მაეჟან სპასპეტი — მოღვაწეობდა IV საუკუნეში, ასფაგურ მეფის დროს.
- საურმაგ სპასპეტი — მოღვაწეობდა V საუკუნეში, მირდატ მეფისა და ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს.
- ჯუანშერ სპასპეტი — მოღვაწეობდა V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს.
- ევაგრე სპასპეტი — მოღვაწეობდა VII საუკუნეში, შიო მღვიმელისა და ფარსმან მეფის დროს.
ლიტერატურა
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 509.
რესურსები ინტერნეტში
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1-2 (ნაკვ 1), ტფ., 1928. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- სპასალარი