შავკანიანი აფხაზები
აფრო-აფხაზები, შავკანიანი აფხაზები ან შავკანიანი კავკასიელები, ასევე ხალხში მიღებულია შავი კაცი — აფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, რომელიც ძირითადად სოფელ აძუბჟაში[1] და მდინარე კოდორის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს (ჭლოუ, ფოქვეში, აგდარა, მერკულა და სხვა).
წარმომავლობა
რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე[2] ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ. სავარაუდოდ, ეს იყო შავკანიანი მონების კავკასიაში ჩამოყვანის ერთადერთი და საკმაოდ უიღბლო ცდა.
1927 წელს პრობლემით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ აფხაზ მწერალთან, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შეხვდა შავკანიანებს. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა წარმოშობის ეთიოპური ვერსია ყველაზე სწორი მიაჩნია[3].
ლეგენდები
არსებობს რამდენიმე „ხალხური“ ლეგენდა, რომელთაც შესაძლოა აქვთ რეალური ფესვები. ივანე ისაკოვის წერილში ნიკიტა ხრუშჩოვისადმი[2] აღნიშნულია, რომ აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაიძირა ოსმალური[4] გემი, რომელზეც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. და დღევანდელი შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. მართალი ეს ლეგენდა ვერ ხსნის, თუ როგორ მოხდა მონებით დატვირთული გემი შავ ზღვაში, ასე შორს მონათვაჭრობის ძირითადი გზებიდან.
დღეს
დღეს აფრო-აფხაზები ცხოვრობენ, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ევროპაში. ისინი ლაპარაკობენ ძირითადად რუსულ ენაზე. არიან ქრისტიანები, მაჰმადიანები და იუდეველები.
ლიტერატურა
- კტოროვა ა. პუშკინის ამოცანა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — , 15 сентября 2002 года.
- რიხტერი ზ. ხევსურეთსა და აფხაზეთში— М.-Л.: «Физкультура и туризм», — 1930.
- Blakely, A. Russia and the Negro: Blacks in Russian History and Thought — Howard University Press. — 1989. — P. 201. — ISBN 978-0-88258-175-0(ინგლისური)
სქოლიო
- ↑ ზინაიდა რიხტერის (1930) მიხედვის სახელწოდება იკითხება, როგორც აძიუბისა
- ↑ 2.0 2.1 Негры в Кодорском ущелье ჟურნალი "როდინა" (რუსული)
- ↑ Кторова, А. Загадка национальных корней Пушкина Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — «რუსკი ჟურნალი», 15 სექტემბერი, 2002.
- ↑ Анненков, В. Сны об Апсны. Абхазия в снах и фотографиях Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — «Известия науки», 25 июля 2003 года.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted