შარი
შარი ფრანგ. Chari | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ხედი მდინარე შარიზე | |
ქვეყანა |
კამერუნის დროშა კამერუნი ჩადის დროშა ჩადი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
სათავე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სათავის მდებარეობა | მდინარეების — იამის, ბამინგის და გრიბინგის შეერთების ადგილი |
შესართავი |
ჩადის ტბა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგრძე | 1400 კმ |
აუზის ფართობი | 650 000 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ესკიზის შექმნის შეცდომა: — სათავე, ფაილი:Blue pog.svg — შესართავი | |
[[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|შარი]] ვიკისაწყობში |
შარი (ფრანგ. Chari) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მიედინება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩადზე და კამერუნთან მის სახელმწიფო საზღვარზე. სათავე იქმნება მდინარეების — იამის, ბამინგის და გრიბინგის შეერთების ადგილიდან. მდინარის სიგრძეა — 1400 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი — 650 000 კმ²[1][1]. მდინარე შარი ჩაედინება ჩადის ტბის სამხრეთ ნაწილში. ჩადის და კამერუნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდინარე შარიში ჩაედინება მისი მთავარი შენაკადი — მდინარე ლოგონი.
ჩადის დასახლებული პუნქტების უმრავლესობა, ქალაქ სარჰისა და დედაქალაქ ნჯამენას ჩათვლით, თავმოყრილია მდინარე შარის რაიონში. მდინარე შარი უზრუნველყოფს ჩადის ტბაში შემავალი წყლების 90 %-ს. 58 წლის განმავლობაში, 1933 წლიდან 1991 წლის ჩათვლით ტარდებოდა მდინარეული ჩამონადენის დონის გაზომვა ნჯამენასთან ახლოს, რისი მიხედვითაც წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 1059 მ³/წმ-ს, მინიმალური ხარჯი აპრილ-მაისში (დაახლოებით 150 მ³/წმ) და მაქსიმალური ხარჯი სექტემბერ-ნოემბერში (2000 მ³/წმ-ზე მეტი). აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს 8 მ³/წმ-ს (მდინარე პრაქტიკულად მთლიანად დაშრა), აბსოლუტური მაქსიმუმი — 4846 მ³/წმ[2].
მთავარი შენაკადის ლოგონის გარდა, მდინარე შარიში ჩაედინებიან უფრო პატარა მდინარეები: ბაჰრ-სალამატი, ბაჰრ-სარჰი, ბაჰრ-აუკი და ბაჰრ-კეიტა. ზაფხულის წვიმიან სეზონზე შეიმჩნევა წყალმოვარდნები.
მდინარეზე განვითარებულია თევზჭერა, ადგილობრივ თევზის ჯიშებში ყველაზე უფრო მეტად ძვირფასია — ნილოსის ქორჭილა. ნაოსნობა შესაძლებელია ქალაქ ბატანგაფომდე — შესართავიდან 800 კმ-ზე უფრო მეტი მანძილი.
ევროპელებმა მდინარე შარი აღმოაჩინეს 1823 წელს, როდესაც ჩადის ტბა გამოიკვლიეს ბრიტანელმა მოგზაურებმა ჰიუ კლეპერტონმა, უოლტერ ოუდნიმ და დიქსონ დენემმა[1].
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Chari River — Encyclopædia Britannica
- ↑ GRDC — მდინარე შარი დედაქალაქ ნჯამენასთან სიახლოვეს
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted