შიო ნაფეტვარიძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი შიო ნაფეტვარიძე (დ. 2 აგვისტო, 1914 — გ. 1987) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში.
დაიბადა 1914 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში, რევოლუციონერ გერმანე ნაფეტვარიძის ოჯახში. 1939 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე (1941–1945).
1946 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ; 1981 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორი; მისი სამეცნიერო შრომების თემაა სეისმურ ზემოქმედებაზე ნაგებობათა გაანგარიშება, სეისმური დატვირთვების განსაზღვრა და საინჟინრო სეისმოლოგია.
1974 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1972 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 332.
რესურსები ინტერნეტში
- Pages with script errors
- დაბადებული 2 აგვისტო
- დაბადებული 1914
- გარდაცვლილი 1987
- ვანის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი ინჟინრები
- საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- დიდი სამამულო ომის ბრძოლების მონაწილეები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები