ჩაისებრნი
ჩაისებრნი (ლათ. Theaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე, იშვიათად ფოთოლმცვივანი, მცირე ან საშუალო ზომის ხეები და ბუჩქებია. მთლიანი, ჩვეულებრივ ტყავისებრი, მორიგეობით განლაგებული ფოთლები აქვთ. მათი ორსქესიანი ყვავილები (თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ყვითელი) უმეტესად მარტოული და დიდია.
სხვადასხვა მონაცემებით ოჯახში განსხვავებული რაოდენობის გვარი და სახეობა შედის (30-მდე გვარის 550-ზე მეტი სახეობა[1], 15 გვარის 370 სახეობა[2], 9 გვარი[3] და სხვ.). გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ზომიერ სარტყელში (ჩრდილოეთი ამერიკა, აღმოსავლეთი აზია).
გეოლოგიურ წარსულში ჩაისებრთა არეალი კოლხეთსაც მოიცავდა. იმერეთის მიოცენურ, ასევე აფხაზეთისა და გურიის პლიოცენურ ნალექებში ნაპოვნია ჩაისებრთა ფოთლის ანაბეჭდები (Camellia, Franklinia, Schima, Ternstroemia). დასავლეთ საქართველოში გაშენებულია ჩაი, ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში ხარობს კამელია, Sturtia, Eurya, Ternstroemia.
ლიტერატურა
- ჩოჩიევა კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 73.
სქოლიო
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 73.
- ↑ Theaceae on The Plant List
- ↑ Stevens, P.F., „Theaceae“, Angiosperm Phylogeny Website, http://www.mobot.org/MOBOT/research/APweb/orders/ericalesweb.htm#Theaceae. წაკითხვის თარიღი: 2014-09-18
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted