შინაარსზე გადასვლა

ჩებურაშკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Cheburashkakadri.jpg

ჩებურაშკა (ინგლ. Чебурашка) — რუს მწერალ ედუარდ უსპენსკის წიგნების პერსონაჟი. მის შესახებ წიგნები ეკრანიზებულია სოიუზმულტფილმის მიერ.

სიუჟეტი და გმირები

ჩებურაშკა - გამოგონილი პატარა არსება დიდი ყურებით და ყავისფერი ბეწვით - დიდ ქალაქში ხვდება ნიანგ გენას. ერთად ისინი ეძებენ მეგობრებს, რომელთა შორისაა პიონერი გალია და ლომი ჩანდრი და ეხმარებიან ხალხს და მოლაპარაკე ცხოველებს. მათი მთავარი მოწინააღმდეგეა ბებერი შაპოკლიაკი.

ანიმაციური ფილმები

საბჭოთა ფილმები

რომან კაჩანოვის მიერ გადაღებული იქნა ოთხი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ჩებურაშკას შესახებ.

1990 წელს გამოვიდა რეჟისორ გარი ბარდინის ანიმაციური ფილმი მგელი ენდ წითელქუდა (Серый волк энд Красная Шапочка), რომელშიც ჩებურაშკა და გენა დამატებითი პერსონაჟები არიან.

იაპონური ფილმები

2003 წელს ტოკიოს საერთაშორისო ანიმაციურ ბაზრობაზე ფირმამ SP International სოიუზმულტფილმისგან შეიძინა იაპონიაში ჩებურაშკას შესახებ ფილმების 2023 წლამდე დისტრიბუციის უფლება. [1].

იაპონურ ტელეარხ TV Tokyo-ზე ნაჩვენები იქნა ანიმე სერიალის 26 ეპიზოდში, რომელიც ჩებურაშკაზეა, სახელწოდებით Cheburashka Arere?[2][3].

2010 წელს იაპონიაში ხელახლა იქნა გადაღებული ნიანგი გენა. აგრეთვე შეიქმნა ორი ახალი თოჯინური ფილმი ჩებურაშკა და ცირკი და შაპოკლიაკის რჩევები. [4]. მოცემული ფილმების რუსეთში ჩვენება, ფილმ ჩებურაშკას სახით დაგეგმილი იყო 2014 წელს, თუმცა გადაიდო ბუნდოვანი საავტორო უფლებების გამო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Японцы чебурахнулись. gzt.ru. ციტირების თარიღი: 2010-04-01.
  2. Cheburashka Arere?. World Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-06-15.
  3. Russia's Cheburashka Character Gets Japanese TV Anime (Update 2). Anime News Network. ციტირების თარიღი: 2009-10-11.
  4. В Японии представлена новая версия мультфильма о приключениях Чебурашки и его друзей. ИТАР-ТАСС. ციტირების თარიღი: 19-05-2010.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted