ჩერნიგოვის სამთავრო
იერსახე
ჩერნიგოვის სამთავრო - ძველი რუსეთის სამთავრო XI-XIII სს-ში, რომელსაც ეკავა სევერიანების, ნაწილობრივ პოლიანების, რადიმიჩების, ვიატიჩების და სხვ. ტერიტორია, დნეპრის ორსავე მხარეს, მდინარე დესნის, სეიმის, სოჟის დინების გასწვრივ. ქალაქები: ჩერნიგოვი, სნოვსკი, ლიუბეჩი, ნოვგოროდ-სევერსკი, სტაროდუბი და სხვ. 1024-1036 წლებში მსტისლავ ვლადიმირის ძის, ხოლო 1054-1073 წლებში - სვიატოსლავ იაროსლავის ძის დამოუკიდებელი სამფლობელო იყო. 1097 წელს გამოეყო სევერსკის სამთავრო. ჩერნიგოვის უკანასკნელი მთავარი იყო მიხეილ ვსევოლოდის ძე (გ. 1246 წელს). 1239 წელს ჩერნიგოვი მონღოლებმა აიღეს და დაწვეს.
რესურსები ინტერნეტში
- Map of Kievan Rus (11th-12 centuries) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 99.