ჩქუნეთის ეკლესის ნანგრევი
იერსახე
ჩქუნეთის ეკლესის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნასოფლარ ჭურთაში შემორჩენილი ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კედლების სიმაღლე 1–1,5 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია. დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთი შესასვლელის ღიობის ფორმა დაზიანების გამო არ იკითხება. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით. მიწის დონე აწეულია. ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია ნალესობის კვალი. ტერიტორიაზე ყრია შირიმის ქვა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 222. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.