წიფლისებრნი
იერსახე
წიფლისებრნი (ლათ. Fagaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. აერთიანებს 7-9 გვარის 900-მდე სახეობას. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში (გამონაკლისია ტროპიკული და სამხრეთი აფრიკა). სახეობათა მეტი წილი თავმოყრილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. წიფლისებრნთა უმეტესობა მარადმწვანე ან ფოთოლმცივანი ხეებია, იშვიათად — ბუჩქები. აქვთ უსახური მომწვანო ფერის ყვავილები და მეტნაკლებად რედუცირებული დიქაზიუმი. სახეობათა უმრავლესობა ანემოფილურია, ერთსახლიანი. ოჯახისათვის დამახასიათებელი ნიშანია სანაყოფე ბუდე (cupula); ოჯახის ბევრ სახეობას დიდი სახალხო-სამეურნეო და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში ველურად ხარობს მუხა, წაბლი და წიფელი, კულტურაში დანერგილია პაზანია.
ლიტერატურა
- დოლუხანოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 334.