წმინდა ლავრენტი (მდინარე)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
წმინდა ლავრენტი (ფრანგ. fleuve Saint-Laurent, ინგლ. Saint Lawrence River) — მდინარე ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი ერთმანეთს აკავშირებს დიდ ტბებს და ატლანტის ოკეანეს. მდინარე წმინდა ლავრენტი შედის დიდი ტბების აუზის შემადგენლობაში. სათავეს იღებს ონტარიოს ტბიდან, შემდეგ მიედინება აშშ-ს შტატის, ნიუ-იორკის ტერიტორიებზე, გადაკვეთს აშშ-კანადის ოფიციალურ საზღვარს და გადადის კანადის ტერიტორიაზე, კანადის პროვინციებიდან წმინდა ლავრენტი გადაკვეთს: კვებეკს და ონტარიოს, საბოლოოდ კი მდინარე უერთდება წმინდა ლავრენტის ყურეს. მდინარის სათავეებთან ონტარიოს ტბაში მდებარეობს კუნძული ვოლფი.
მდინარის სანაპიროზე მრავალი დიდი ქალაქია გაშენებული: განანოქუე, ბროკვილი, მესენა, კორნვილი, მონრეალი, ტრუა-რივერი, მდინარის სათავეშია გაშენებული ერთ-ერთი დიდი ქალაქი კვებეკი. წმინდა ლავრენტის სიგრძე თავის შენაკადებთან ერთად შეადგენს 3 058 კილომეტრს, შენაკადების გარეშე — 1 197 კილომეტრს. ყველაზე დიდი შენაკადები, რომლებიც მას უერთდება არის ჩრდილოეთი, მესები — ჰიბინგით.
ამ მდინარის სანაპირო ზოლში ადამიანები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან სახლობდნენ. ევროპელებიდან პირველად იგი აღმოაჩინა ფრანგმა ჟაკ კარტიემ, მან 1535-1541 წლებში პირველად გადაცურა იგი და სწორედ ჟაკ კარტიე ითვლება კანადის ერთ-ერთი პირველ აღმომჩენად. მოგვიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო ახალი საფრანგეთი, მისი სამხრეთის საზღვრები სწორედ მდინარეზე გადიოდა. მის სანაპიროებთან მრავალი ბრძოლა გამართულა, აქ იმართებოდა ბრძოლები ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის. მეორე მსოფლიო ომში 1942 წელს მდინარესთან გაიმართა ბრძოლა კრიგსმარინესა და აშშ-კანადას შორის. ამ ბრძოლაში აშშ-კანადამ გაიმარჯვა.
რესურსები ინტერნეტში
- Regional Geography of the St. Lawrence River
- Information about Juniper Island (Ontario) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- St. Lawrence Parks Commission (Ontario) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Great Lakes St. Lawrence Seaway System
- Safe Passage: Aids to Navigation on the St. Lawrence Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted – Historical essay, illustrated with drawings and photographs
- Annotated Bibliography on St. Lawrence County and Northern New York region. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- "Save the River"
- International Saint Lawrence River Board of Control Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Saint Lawrence River from The Canadian Encyclopedia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Saint Lawrence River Cam
- Bibliography on Water Resources and International Law Peace Palace Library
- Watch the Jacques Cousteau documentary, St. Lawrence: Stairway to the Sea