წრიულქსელიანი ნეფილა
იერსახე
წრიულქსელიანი ნეფილა (ლათ. Nephila pilipes) — ობობა Nephilidae-ის ოჯახისა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ნაპოვნია იაპონიაში, ჩინეთში, ვიეტნამში, კამბოჯაში, ტაივანში, სინგაპურში, მიანმარში, ინდონეზიაში, ტაილანდში, ლაოსში, ფილიპინებში, შრი-ლანკაში, ინდოეთსა და პაპუა-ახალ გვინეაში. ჩვეულებრივ გვხვდება ტყეებსა და ბაღებში. დედლის სხეულის სიგრძე 30-50 მმ, ხოლო მამლისა — 5-6 მმ აღწევს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობობაა. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. იკვებება მწერებით, უხერხემლოებით.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
- წრიულქსელიანი ნეფილა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)