შინაარსზე გადასვლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დეტალები
დამტკიცდა 27 აპრილი, 2010
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ვერცხლის ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი, ვერცხლის ბოლნური ჯვარი, ოქროს მკლავგაშლილი აბჯარი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბიხაშურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა

გერბის ფარის მეწამულ ველს ვერცხლის ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი ჰყოფს სამ ნაწილად; ზედა ნაწილზე მოთავსებულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი, ფარზე მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გადაკვეთილია ქონგურისებურად და იყოფა ლაჟვარდის და ოქროს ველებად. ოქროს ველი შუაში ნახევრად ჩაჭრილი და ქონგურების გარეშეა; ლაჟვარდოვან ველზე მოთავსებულია ოქროს მკლავგაშლილი აბჯარი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ხაშური“.

რესურსები ინტერნეტში