ჯგუფი (გეოლოგია)
იერსახე
ჯგუფი, ერატემა — ზოგადი სტრატიგრაფიული სკალის ქვედანაყოფი, რომელიც აერთიანებს ერთი გეოლოგიური ერის განმავლობაში წარმოქმნილ ქანებს. ჯგუფი იყოფა სისტემებად. ამერიკულ გეოლოგიურ ლიტერატურაში ჯგუფი გულისხმობს ადგილობრივი სტრატიგრაფიული სკალის ქვედანაყოფს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წყებას (ფორმაციას).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 550.