შინაარსზე გადასვლა

ჯონ ვინსენტ ატანასოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ჯონ ვინსენტ ატანასოვი (ინგლ. John Vincent Atanasoff, ბულგ. Джон Винсънт Атанасов; დ. 4 ოქტომბერი, 1903 — გ. 15 ივნისი, 1995) — ბულგარული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი. ცნობილია პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერის გამოგონებაში შეტანილი წვლილით.

1930-იან წლებში, აიოვის სახელმწიფო კოლეჯში ატანასოვმა გამოიგონა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერი. მისი ღვაწლი აღიარებულ იქნა 1973 წელს, Honeywell v. Sperry Rand-ის სასამართლო საქმის შემდეგ, რომელმაც ატანასოვი კომპიუტერის გამომგონებლად აღიარა.[1][2][3][4] მის მიერ შექმნილ სპეციალური დანიშნულების მანქანას შემდეგში ატანასოვ-ბერის კომპიუტერი უწოდეს.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ბულგარული, ფრანგული და ირლანდიური წარმოშობის ატანასოვი 1903 წლის 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკის შტატის სოფელ ჰამილტონში, ელექტროინჟინრისა და სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ატანასოვის ბულგარელი მამა ივან ატანასოვი 1876 წელს ბულგარეთის სოფელ ბოიაჯიკში დაიბადა. როდესაც ივანი ბავშვი იყო, მამამისი ოსმალმა ჯარისკაცებმა მოკლეს ბულგარელთა აპრილის აჯანყების დროს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1889 წელს, ივანი ბიძამისთან ერთად აშშ-ში გადასახლდა.

ატანასოვი მშობლებმა ფლორიდის შტატის ქალაქ ბრუსტერში გაზარდეს. ცხრა წლის ასაკში ისწავლა ლოგარითმულ სახაზავთან მუშაობა, სულ მალე კი სხვა ლოგარითმები, შემდეგ კი ორ წელში დაამთავრა მალბერის უმაღლესი სკოლა ფლორიდაში. 1925 წელს ატანასოვმა ფლორიდის უნივერსიტეტში ელექტროინჟინრის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა აიოვის სახელმწიფო კოლეჯში, სადაც 1926 წელს მათემატიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ფორმალური განათლება ატანასოვმა 1930 წელს დაასრულა, როდესაც მედისონის უისკონსინის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო ნაშრომით ჰელიუმის დიელექტრული მუდმოვობა. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ატანასოვი სახელმწოფო კოლეჯის ფიზიკა-მათემატიკის ასისტენტ-პროფესორობას დათანხმდა.

კომპიუტერის შექმნა

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ატანასოვ-ბერის კომპიუტერი

ნაწილობრივ მონროს მექანიკური კალკულატორის მუშაობის საშინელი მეთოდის გამო, რომელიც სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას იმ დროის საუკეთესო ხელსაწყო იყო, ატანასოვმა გამოთვლის უფრო სწრაფი მეთოდების ძებნა დაიწყო. აიოვის შტატში ატანასოვი მონროს კალკულატორისა და IBM-ის ტაბულატორების გამოყენების მეცნიერულ პრობლემებს იკვლევდა. 1936 წელს ზედაპირის გეომეტრიის ამალიზისათვის გამოიგონა ანალოგური კალკულატორი. მექანიკურ მოწყობილობებში საჭირო სიზუსტემ მას ციფრულ გადაწყვეტილებებზე ფიქრისკენ უბიძგა.

1939 წელს მეცნიერმა გრანტის სახით 650 დოლარი მიიღო, რის შედეგადაც, თავის დამამთავრებელ სტუდენტ კლიფორდ ბერის დახმარებით, ამავე წლის ნოემბრისთვის შეიმუშავა ატანასოვ-ბერის კომპიუტერი (ABC). ატანასოვის თქმით, აღნიშნული კომპიუტერის რამდენიმე ოპერატიული პრინციპი მას 1938 წლის ზამთარში, იმ დროს მოუვიდა თავში, როდესაც მანქანით ილინოისის ქალაქ როკ-აილენდისაკენ მიდიოდა.

საპატენტო დავა

1940 წელს, ფილადელფიაში, ამერიკის მოწინავე მეცნიერებების ასოციაციის შეხვედრაზე ატანასოვი ჯონ მოკლის შეხვდა. მოკლიმ თავისი „ჰარმონიული ანალიზატორი“ წარმოადგინა — ანალოგური კალკულატორი ამინდის მონაცემების ანალიზისათვის. ატანასოვმა მას თავისი ციფრული მოწყობილობის შესახებ უამბო და მის სანახავადაც დაპატიჟა.

1941 წლის ივნისში მოკლი ატანასოვს ქალაქ ამესში ოთხი დღით ესტუმრა, განიხილავდნენ და ცდიდნენ ახლად შექმნილ კომპიუტერსა და ატანასოვის მიერ შექმნილ ხელნაწერებს. 1942 წლის სექტემბერში ატანასოვმა აიოვა დატოვა, რადგან იგი ვაშინგტონში, საზღვაო საარტილერიო ლაბორატორიის აკუსტიკურ დანაყოფში დანიშნეს. ამ პერიოდში, აიოვის სახელმწიფო კოლეჯს მის მიერ შექმნილი კომპიუტერი დაპატენტებული არ ჰქონდა.

1943 წელს მოკლი რამდენიმეჯერ ესტუმრა ატანასოვს ვაშინგტონში, სადაც განიხილავდნენ კომპიუტერულ თეორიებს, თუმცა არ უხსენებია, რომ იგი თავადაც მუშაობდა კომპიუტერულ პროექტზე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

1945 წელს, აშშ-ის ფლოტმა ჯონ ფონ ნოიმანის რჩევით ფართომასშტაბიანი კომპიუტერის შექმნა განიზრახა. პროექტში ჩართეს ატანასოვი და მოკლიც. გარდა ამისა, ატანასოვს დაეკისრა პასუხისმგებლობა შეექმნა ატომური ბომბების ტესტირების მონიტორინგისთვის საჭირო აკუსტიკური სისტემა. 1946 წელს, როდესაც ატანასოვი მორიგი ტესტირების შემდეგ ბიკინის ატოლიდან დაბრუნდა, კომპიუტერის პროექტი შეჩერებული დახვდა, რადგან აღარ შეიმჩნეოდა წინსვლა საქმეში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

1954 წელს, ატანასოვს საერთაშორისო ბიზნეს-მანქანების კორპორაციის (IBM) საპატენტო რწმუნებული დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა ეკერტ-მოკლის მბრუნავი მაგნიტური მეხსიერების დაფის პატენტის საქმეში, თუმცა ამ დროს განგაში ატეხა მისმა მოსწავლე, კლიფორდ ბერიმ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ მოწყობილობაში თავის დროზე მისი და ატანასოვის მიერ შექმნილი კონდენსატორის მეხსიერების დაფა იყო გამოყენებული. ატანასოვი რემუნებულს დახმარებას დათანხმდა, მაგრამ საბოლოოდ, კორპორაცია IBM საპატენტო გარიგებაში შევიდა კომპანია Sperry Rand-თან, რომელიც ეკერტ-მოკლის მეხსიერების პატენტს ფლობდა.

ამის შემდეგ, ატანასოვი ხანგრძლივ სასამართლო დავაში ჩაება, რასაც Honeywell v. Sperry Rand ეწოდა. საბოლოოდ, 1973 წელს, ფედერალურმა მოსამართლე ერალ ლარსონმა გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც „პირველი ელეტქრონული ციფრული კომპიუტერი გამოიგონეს არა ეკერტმა და მოკლიმ, არამედ დოქტორმა ჯონ ვინსენტ ატანასოვმა“.

მემკვიდრეობა

ფაილი:John.atanasoff.jpeg
ატანასოვის ძეგლი სოფიაში, ბულგარეთი

ატანასოვო ორჯერ ესტუმრა ბულგარეთს, 1975 და 1985 წლებში. მოინახულა იამბოლის რაიონში შემავალი სოფელი ბოიაჯიკი, სადაც დაიბადა და გაიზარდა მამამისი და სადაც პაპამისი თურქებმა მოკლეს. მეცნიერი თბილად მიიღეს ადგილობრივებმა და ნათესავებმა. მიენიჭა ქალაქ იამბოლის საპატიო მოქალაქეობა. რამდენიმე ტიტული მიანიჭა ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიამაც. ყოველ წელს, ბულგარეთში გაიცემა ატანასოვის სახელობის პრემია. როზენში მდებარე ბულგარეთის ასტრონომიული ობსერვატორიიდან აღმოჩენილ ასტეროიდს ასევე ატანასოვის სახელი უწოდეს.

გარდაიცვალა 1995 წელს, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია მერილენდის შტატის ქალაქ მაუნტ-ერის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Invitation to Computer Science. ციტირების თარიღი: 2014-02-08. 
  2. John Vincent Atanasoff. The father of the computer. (October 4, 1903 – June 15, 1995)
  3. Kiplinger's Personal Finance. ციტირების თარიღი: 2014-02-08. 
  4. Portraits in Silicon. ციტირების თარიღი: 2014-02-08. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted