შინაარსზე გადასვლა

ჰენრი ფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი ფორდი
Henry ford
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფორდი 1919 წელს
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება ამერიკელი
ქონება ფაილი:Increase2.svg $188.1 მილიარდი (Forbes-ის 2008 წლის თებერვლის მონაცემზე დაყრდნობით)
ცნობილია როგორც Ford Motor Company-ის დამფუძნებელი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
რელიგია ეპისკოპალური ეკლესია
მეუღლე(ები) კლარა ჯეინ ბრაიანტი
შვილ(ებ)ი ედსელ ფორდი
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ჰენრი ფორდი (ინგლ. Henry ford; დ. 30 ივნისი, 1863 — გ. 7 აპრილი, 1947) — ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი. მუშაობა დაიწყო დეტროიტის საავტომობილო მაღაზიაში. 1893 წელს შექმნა საკუთარი მანქანის მოდელი. 1903 წელს დააფუძნა „ფორდის ავტოკომპანია“. 1909 წელს მისმა კომპანიამ იმდენად განავითარა საავტომობილო წარმოება, რომ დაიწყო მანქანების მასობრივი წარმოება და რევოლუცია მოახდინა სამანქანო ინდუსტრიაში. ფორდის მანქანა ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.

ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ჰენრის იცნობს ყველა იმიტომ, რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას.

მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი ტომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.

1945 წლის სექტემბერს გავიდა პენსიაზე, ხოლო 1947 წლის 7 აპრილს, 83 წლის ასაკში ჰენრი ფორდი გარდაიცვალა თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით. დასაფლავებულია ფორდის საგვარეულო სასაფლაოზე, დეტროიტში [1][2].

ლიტერატურა

  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  • Higham, Charles, Trading with the Enemy The Nazi–American Money Plot 1933–1949 ; Delacorte Press 1983
  • Kandel, Alan D. "Ford and Israel" Michigan Jewish History 1999 39: 13–17. covers business and philanthropy
  • Lee, Albert; Henry Ford and the Jews; Rowman & Littlefield Publishers, Inc., 1980; ISBN 0-8128-2701-5
  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  • Reich, Simon (1999) "The Ford Motor Company and the Third Reich" Dimensions, 13(2):15–17 online
  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted