საულოხთიყაუს მეორე კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის
იერსახე
imported>Jaba1977 No edit summary |
imported>Jaba1977 No edit summary |
(განსხვავება არ არის)
|
უკანასკნელი რედაქცია 15:41, 17 თებერვალი 2018-ის მდგომარეობით
საულოხთიყაუს მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ საულოხთიყაუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია ოთხი სართული. პირველი სართული ამოვსებულია ქვით, მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. ყველა კედელში დატანებულია სათოფურები.
კოშკს ჩრდილოეთიდან ჰქონია მინაშენი, რომლის მცირე ფრაგმენტები იკითხება.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004