შინაარსზე გადასვლა

ისე-მონოგატარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
imported>Addbot
Bot: 10 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1539995
imported>Addbot
Bot: 10 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1539995
 
(განსხვავება არ არის)

უკანასკნელი რედაქცია 09:20, 11 მარტი 2013-ის მდგომარეობით

„ისე-მონოგატარი“ — IX-X საუკუნეების იაპონური ლირიკული თხზულება. დაყოფილია 125 ნაწილად. თითოეული ნაწილი ფორმალურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ეპიზოდია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ლექსი და პროზა. ლექსი (ტანკა) ყოველი ეპიზოდის ძირითადი ელემენტია. „ისე-მონოგატარის“ პროზა ლექსიდან შობილი მოთხრობაა: მასში გადმოცემულია ლექსის შეთხზვის ფაქტობრივი (ზოგჯერ გამოგონილი) მიზეზი, გარემო, სიტუაცია ეპიზოდების ერთმანეთთან აკავშირებს სიუჟეტის ერთიანობა და საერთო თემა — სიყვარული. ლექსები ამოკრებილია სხვადასხვა ანთოლოგიიდან და ზოგჯერ ახალი ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი, შეტანილია უფლისწული პოეტის არივარა ნარიხირას ლექსებიც. თხზულების შინაარსიც ნაწილობრივ მის სახელთანაა დაკავშირებული, ამიტომაც „ისე-მონოგატარი“ ავტორობას არივარას მიაწერენ. „ისე-მონოგატარი“ იაპონური თხრობითი ჟანრის პირველი ნიმუშია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა