მედალი „მხედრული მამაცობისათვის“: განსხვავება გადახედვებს შორის
imported>გიო ოქრო // რედაქტირება Wikiplus-ით |
imported>გიო ოქრო // რედაქტირება Wikiplus-ით |
(განსხვავება არ არის)
|
17:49, 1 დეკემბერი 2023-ის ვერსია
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ | ||
---|---|---|
ქვეყანა | საქართველო | |
ტიპი | მედალი | |
სტატუსი | გაიცემა | |
სტატისტიკა | ||
დაწესების თარიღი | 24 დეკემბერი, 1992 | |
რიგითობა | ||
მაღალი ჯილდო | მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“ | |
დაბალი ჯილდო | მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ |
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; მედალი, რომლითაც ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას პიროვნული მამაცობისა და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.[1] მედალი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1992 წლის 24 დეკემბერს.
აღწერა
„მხედრული მამაცობისათვის” მედლის ესკიზის ავტორია არქიტექტორი გიორგი ავსაჯანიშვილი.[2]
მედალი „მხედრული მამაცობისათვის” წარმოადგენს 33 მმ დიამეტრის მრგვლოვან სილუეტს. მასზე ამოკვეთილია რომბის ფორმა, რომლის შუაგულში ამოღებულ 14 მმ ფარს ამშვენებს დაფნის გვირგვინში წვერით ჩაგებული ხმალი, როგორც ძლიერებისა და კეთილშობილების სიმბოლო. მედლის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან, რომელზეც გადაკრულია 25 მმ სიგანის ბაფთა. ბაფთის თეთრ ფონზე გამოხატულ 2 მმ სიგანის ორ ოქროსფერ ხაზს ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ძოწისფერი ხაზები. მედლის რევერსზე 14 მმ დიამეტრის წრესა და მედლის წრიულ ხაზს შორის ამოტვიფრულია წარწერა – „მხედრული მამაცობისათვის”.[2]
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ "სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები".
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოქმედი სახელმწიფო ჯილდოები : „ჰეროლდი“, 2020, № 9, გვ. 15, ISBN 2298-0261.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted