ევპატორის უბე
იერსახე
ევპატორის უბე | |
---|---|
ევპატორის უბე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
უდიდესი სიღრმე | 10 მ |
სიგრძე | 1,3 კმ |
სიგანე | 2 კმ |
მარილიანობა | 18 ‰ |
ევპატორის უბე (უკრ. Євпаторійська бухта) — კალამიტის ყურის (შავი ზღვა) შიგა უბე ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან. ხმელეთში შეჭრილია 1,3 კმ-ზე. სიგანე შესასვლელთან დაახლოებით 2 კილომეტრი. სიღრმე 10 მ-მდე. ნაპირზე ქვიშიანი და ნიჟარებიანი პლაჟებია. გაშენებულია კურორტი და ნავსადგური ევპატორია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 35.