შინაარსზე გადასვლა

ისე-მონოგატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:20, 11 მარტი 2013-ის ვერსია, imported>Addbot (Bot: 10 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1539995)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

„ისე-მონოგატარი“ — IX-X საუკუნეების იაპონური ლირიკული თხზულება. დაყოფილია 125 ნაწილად. თითოეული ნაწილი ფორმალურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ეპიზოდია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ლექსი და პროზა. ლექსი (ტანკა) ყოველი ეპიზოდის ძირითადი ელემენტია. „ისე-მონოგატარის“ პროზა ლექსიდან შობილი მოთხრობაა: მასში გადმოცემულია ლექსის შეთხზვის ფაქტობრივი (ზოგჯერ გამოგონილი) მიზეზი, გარემო, სიტუაცია ეპიზოდების ერთმანეთთან აკავშირებს სიუჟეტის ერთიანობა და საერთო თემა — სიყვარული. ლექსები ამოკრებილია სხვადასხვა ანთოლოგიიდან და ზოგჯერ ახალი ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი, შეტანილია უფლისწული პოეტის არივარა ნარიხირას ლექსებიც. თხზულების შინაარსიც ნაწილობრივ მის სახელთანაა დაკავშირებული, ამიტომაც „ისე-მონოგატარი“ ავტორობას არივარას მიაწერენ. „ისე-მონოგატარი“ იაპონური თხრობითი ჟანრის პირველი ნიმუშია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა