შინაარსზე გადასვლა

ლინგის არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:56, 16 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.2)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ლინგის კუნძულების მდებარეობა

ლინგის არქიპელაგი — კუნძულთა ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულ სუმატრასა და მალაკის ნახევარკუნძულს შორის. ეკუთვნის ინდონეზიას. საერთო ფართობი 2 178 კმ კვ-ია. დიდი კუნძულებია სინკეპი (828 კმ) და ლინგა (826 კმ). მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1 163 მ-მდე. შემოსილია ეკვატორული ტყით. კუნძულ სინკეპზე არის კალის საბადო. მისდევენ თევზჭერას, ექსპორტზე გააქვთ ჩაი, კოპრი.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა