შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:19, 31 ივლისი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.9)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედალი

ქვეყანა აშშ
ბოლოს გადაეცა 2001

ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედალი (ინგლ. George Davidson Medal) — ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების მედალი. ენიჭებათ წყნარ ოკეანეში და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე განხოციელებული განსაკუთრებული მიღწევებისათვის და გამოკვლევებისათვის.[1] 1946 წელს ამერიკის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ჯორჯ დევიდსონის ქალიშვილის ელენორ კემპბელ დევიდსონისაგან მემკვიდრეობით მიიღო $5000. შედეგად დაწესდა მედალი, რომელსაც ჯორჯ დევიდსონის სახელი ეწოდა. მედალი შემუშავებულია 1951 წელს ამერიკელი მოქანდაკის პოლ მენშიპის მიერ.[2]

ჯორჯ დევიდსონი იყო გეოგრაფი და გეოდეზისტი. გამოკვლევებს უმთავრესად წყნარ ოკეანეში ატარებდა. იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.[2] 1907 წელს მან გამოაქვეყნა შრომა „სან-ფრანცისკოს ყურის აღმოჩენა“ (ინგლ. The Discovery of San Francisco Bay).

სხვადასხვა დროს ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედლით დაჯილდოვდნენ: ჯორჯ კრესი, რეიმონდ ფოსბერგი, ჰიროში იშიდა და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. American Geographical Society Medal List. amergeog.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2010-06-17.
  2. 2.0 2.1 Wright, John Kirtland 'The Years of Henry Grinnell', Geography in the Making: The American Geographical Society 1851-1951 (1952) pp. 14-70. — [George Grady Press]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted