შინაარსზე გადასვლა

ლინოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
07:55, 25 დეკემბერი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.2)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
მდებარეობა

ლინოზა (სიც. Linusa) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, პელაგის კუნძულებში, სიცილიის არხში. ადმინისტრაციულად შედის აგრიჯენტოს პროვინციის შემადგენლობაში (სიცილიის რეგიონი). მისი მოსახლეობა 450 ადამიანია.

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და მისი ფართობი 5,45 კმ²-ია. შედგება კრატერების სერიისიგან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 195 მეტრი სიმაღლის მონტე-ვულკანო. უახლოესი მიწაა კუნძული ლამპადუზა, რომელიც 43 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. თავად ლინოზა კი მალტის კუნძულ გოცოსგან დაშორებულია 119 კმ-ით დასავლეთით, სიცილიისგან 163 კმ-ით სამხრეთით და ტუნისის მაჰინდის კონცხიდან 165 კმ-ით აღმოსავლეთით.

ანტიკურ ხანაში და შემდეგ შუა საუკუნეებში, სხვადასხვა პერიოდში, კუნძული კოლონიზებული იყო ბერძნების, რომაელების და არაბების მიერ.

ლინოსას მოსახლეობა თევზაობის, მიწათმოქმედებისა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით არსებობს.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ლინოზა&oldid=109297“-დან