შინაარსზე გადასვლა

პელვორმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:45, 16 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Pellworm in NF.PNG
კუნძულის მდებარეობა

პელვორმი (გერმ. Pellworm) — გერმანიის კუთვნილი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მისი ფართობი 37 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა — დაახლოებით 1 200 ადამიანს. მიეკუთვნება შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს.

შუა საუკუნეებში, პელვორმი უფრო დიდ, კუნძულ სტრანდს მიეკუთვნებოდა, რომელიც 1634 წელს გამანადგურებელი შტორმის შედეგად ნაწილებად დაიშალა. ყოფილი კუნძულის დანარჩენი ნაწილებია ნორდსტრანდი და ჰალიგი. ყველა მათგანი ისტორიულ რეგიონ უტჰალანდს მიეკუთვნება.

პელვორმამდე მიღწევა ბორნითაა შესაძლებელი.

პელვორმზე დაარსდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ჰიბრიდული განახლებადი ენერგიის დანადგარები.[1] მასში კომბინირებულია მზის რადიაციისა და ქარის ენერგიის საწარმოები, რომლებიც წელიწადში 700 MWh ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Hybrid photovoltaic systems. Denis Lenardic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2012-02-06.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted