მილა კუნისი
მილა კუნისი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მილა კუნისი 2012 წელს | |
დაბადების სახელი | მილა კუნისი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1994–დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
პარტნიორ(ებ)ი |
მაკოლეი კალკინი (2002-2011) |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მილენა „მილა“ კუნისი (რუს. Милена "Mилa" Кунис; უკრ. Мілена "Miлa" Куніс;[1] დ. 14 აგვისტო, 1983) — ამერიკელი მსახიობი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „სარა მარშალის დავიწყება“, „მაქს პეინი“, „ილაის წიგნი“, „მეგობრული სექსი“ და სხვ. 2010 წელს ფილმში შესრულებული როლისთვის „შავი გედი“, მიენიჭა მარჩელო მასტროიანის პრემია. ნომინირებული იყო აგრეთვე ოქროს გლობუსზე.
მილა კუნისი დაიბადა 1983 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ჩერნოვცში, უკრაინაში. დედამისი ელვირა არის ფიზიკის მასწავლებელი და აფთიაქის ხელმძღვანელი, ხოლო მამამისი — მარკი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მილას ჰყავს უფროსი ძმა მაიკლი. 1991 წელს კუნისის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში. მილა ებრაელია და მისი ოჯახის გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული ანტისემიტიზმი. ლოს-ანჟელესში კუნისი სწავლობდა საშუალო სკოლაში. ბავშვობაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლების გამო განუვითარდა ჰეტეროქრომია, რის გამოც ერთი თვალი მწვანე აქვს, ხოლო მეორე თვალი — ცისფერი ფერის.[2] 9 წლის ასაკში ბევერლი-ჰილზში ესწრებოდა სამსახიობო სკოლას.
1998 წელს კუნისმა ითამაშა სერიალში „70-ის შოუ“, ხოლო მომდევნო წელს მულტსერიალში „გრიფინი“, სადაც ახმოვანებს მეგ გრიფინს. 2002 წლიდან კუნისი ხვდებოდა მსახიობ მაკოლეი კალკინს. 2011 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1995 | ფ | ჩაიფიქრე სურვილი, მოლი | Make a Wish, Molly | მატილდა |
1995 | ტფ | პირანია | Piranha | სიუზი |
1996 | ფ | მძლეოსანი სანტა-კლაუსი | Santa with Muscles | სარა |
1997 | ფ | ძვირფასო, ჩვენი თავი დავაპატარავეთ | Honey, We Shrunk Ourselves | ჯილი |
1998 | ტფ | ჯია | Gia | ჯია |
1998 | ფ | კრიპენდორფის თვისტომი | Krippendorf's Tribe | ები |
1998 | ფ | მილო | Milo | მარტიკე |
2001 | ფ | სიყვარულის ვირუსი | Get Over It | ბეისინი |
2002 | ფ | ამერიკელი ფსიქოპატი 2 | American Psycho 2 | რეიჩელი |
2004 | ფ | ტონისა და ტინას ქორწილი | Tony n' Tina's Wedding | ტინა |
2005 | ფ | სტიუი გრიფინი: უთქმელი ისტორია | Stewie Griffin: The Untold Story | მეგ გრიფინი |
2007 | ფ | სექსის შემდეგ | After Sex | ნიკი |
2007 | ფ | მოძრავი მაკალისტერი | Moving McAllister | მიშელი |
2007 | ფ | ბანაკი | Boot Camp | სოფია |
2008 | ფ | სარა მარშალის დავიწყება | Forgetting Sarah Marshall | რეიჩელი |
2008 | ფ | მაქს პეინი | Max Payne | მონა საქსი |
2009 | ფ | ექსტრაქტი | Extract | სინდი |
2010 | ფ | ილაის წიგნი | The Book of Eli | სოლარა |
2010 | ფ | გიჟური პაემანი | Date Night | უიპიტი |
2010 | ფ | შავი გედი | Black Swan | ლილი / შავი გედი |
2011 | ფ | მეგობრული სექსი | Friends with Benefits | ჯეიმი |
2012 | ფ | ტედი | Ted | ლორი |
2013 | ფ | ოზი: დიდი და ძლევამოსილი | Oz the Great and Powerful | თეოდორა |
2015 | ფ | იუპიტერის აღზევება | Jupiter Ascending | იუპიტერ ჯონსი |
რესურსები ინტერნეტში
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Both Russian and Ukrainian were official languages in the Soviet Union (Source:Language Policy in the Soviet Union by L.A. Grenoble), but Russian prevailed among Jewish population in Ukrainian cities (Source:Harvest of Despair: Life and Death in Ukraine Under Nazi Rule by Karel C. Berkhoff)
- ↑ Biography for Mila Kunis Englisch. Internet Movie Database. ციტატა: „Has two different eye colors: one blue, one green.“ ციტირების თარიღი: 28. Juli 2010.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted