შინაარსზე გადასვლა

ფუტურამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:56, 25 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (// რედაქტირება Wikiplus-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფუტურამა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი ანიმაციური სიტკომი
სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი მეტ გრენინგი
შეიმუშავა მეტ გრენინგი
დეივიდ კოენი
გახმოვანება
კომპოზიტორ(ებ)ი კრისტოფერ ტინგი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 8
ეპიზოდი 150 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მეტ გრენინგი
დეივიდ კოენი
კენ კილერი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ლუის ნორტონი
  • სტიუარტ ბარნსი
  • პატრიკ ვერონი
  • ჯეისონ გროდი
  • კლაუდია კაცი
  • ბრაიან კოუენი
რედაქტორ(ებ)ი პოლ კალდერი
დანიკ ტომასი
კრის ვალანსი
ხანგრძლივობა 22 წუთი
კომპანია The Curiosity Company
20th Century Fox Television
Rough Draft Studios
დისტრიბუტორი 20th Television
ეთერი
ჩვენების ფორმატი 480i (4:3)(1999–2003)
HDTV 1080i (2010–13)
აუდიო ფორმატი Dolby Surround (1999–2003)
Dolby Digital 5.1 (2008–13)
ეთერში 28 მარტი, 1999 — 4 სექტემბერი, 2013
რესურსები ინტერნეტში
საიტი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ფუტურამა“ (ინგლ. Futurama) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ანიმაციური სიტკომი, შექმნილი მეტ გრენინგისა და დეივიდ კოჰენის მიერ Fox Broadcasting Company-ისთვის. სერიალში მოთხრობილია ნიუ-იორკელი პიცის დამტარებელის, ფილიპ ფრაის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულს შემთხვევით კრიონიკულად გაიყინა და ცხრაასი წელის შემდეგ გალღვა და აღმოჩნდა XXXI საუკუნეში, რეტროფუტურისტულ მომავალში. გრენინგს „ფუტურამას“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდში მოუვიდა, მაშინ როდესაც დაკავებული იყო „სიმპსონებზე“ მუშაობით.

აშშ-ში ფუტურამა ტელეარხ Fox-ის მეშვეობით გადაიცემოდა 1999 წლის 28 მარტიდან 2003 წლის 10 აგვისტომდე (ტრანსლირების შეწყვეტამდე). სერიალი ხელახლა იქნა ნაჩვენები Cartoon Network-ის Adult Swim-ზე 2002-2007 წლებში. ჩვენება განახლდა 2007 წელს და გრძელდებოდა 2009 წლამდე. 2008 წელს 20th Century Fox Television-თან შეთანხმებით, „ფუტურამას“ ეთერში გაშვება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია Comedy Central-მა.

2009 წლის ივნისში, კომპანია 20th Century Fox-ის განცხადებით, Comedy Central შეუდგა ახალი სეზონის 26 ეპიზოდის გაშვებას, რომელიც გადაიცემოდა 2010-2011 წლებში.[1][2] შოუ განახლდა მეშვიდე სეზონის სახით, პირველი ნაწილი 2012 წლის ივნისში გამოვიდა, ხოლო მეორე — 2013 წელს.[3][4] მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სერიალის მეშვიდე სეზონი იქნებოდა უკანასკნელი. Comedy Central-მა განაცხადა, რომ იგი აღარ აპირებდა შემდეგში სხვა ეპიზოდებზე მუშაობას. სერიალის უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში გავიდა 2013 წლის 4 სექტემბერს.[5] მიუხედავად იმისა, რომ გრენინგმა განაცხადა, რომ იგი შეეცდებოდა მასზე მუშაობის განახლებას[6] დევიდ კოენმა დასძინა, რომ „Meanwhile“ იქნებოდა მეშვიდე სეზონის უკანასკნელი ეპიზოდი და ზოგადად სერიალის ფინალი.[7]

სერიალმა მიიღო დადებითი შეფასებები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისა თუ ინტერნეტ გამოცემებისგან, ასევე წილად ხვდა უამრავი ჯილდო სხვადასხვა ცერემონიებზე. იგი ჩვიდმეტჯერ იქნა ნომინირებული ენიზე (მოიგო შვიდი) და 12-ჯერ ემიზე (მოიგო ექვსი). ასევე მიიღო ამერიკის სცენარისტების გილდიის ჯილდოს 4 ნომინაცია, საიდანაც მოიგო ორი. მას აგრეთვე მინიჭებული აქვს ნებულას ჯილდო და Environmental Media Awards-ის ჯილდო ეპიზოდებისთვის „The Problem with Popplers“ და „The Futurama Holiday Spectacular“.[8] აგრეთვე გამოვიდა „ფუტურამასთან“ დაკავშირებული მრავალი სახის საქონელი, მათ შორის კომიქსების სერია და ვიდეო თამაში, კალენდარი, სამოსელი და სათამაშო ფიგურები. 2013 წელს, ჟურნალმა TV Guide სერიალს სიაში „60 ყველა დროის უდიდესი სატელევიზიო ანიმაციური ფილმი“ 26-ე ადგილი მიუჩინა.[9]

მიმოხილვა

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

ფაილი:Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Comedy Central's 'South Park,' 'Lil' Bush,' More to Return in March (August 2, 2007). ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2008.
  2. Josef Adalian and Vlada Gelman. (2 თებერვალი, 2010) Things Are Looking Good for Another Season of Futurama. Vulture. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2010.
  3. Hibberd, James. (24 მარტი, 2011) 'Futurama' renewed for two more years!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-28. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2011.
  4. COMEDY CENTRAL® RENEWS "FUTURAMA" FOR 26 NEW EPISODES (29 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-05. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2011.
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. "'Futurama' Series Finale: David X. Cohen Dishes If "Meanwhile" Is Really the End (4 სექტემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2013.
  8. 21st Annual Environmental Media Awards (October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-07. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2012.
  9. Rich Sands. (24 სექტემბერი, 2013) TV Guide Magazine's 60 Greatest Cartoons of All Time. TVGuide.com.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ფუტურამა&oldid=11673“-დან